ჯოან როულინგის ტრანსფობიურმა შეხედულებებმა ბოლო წლებში ჰარი პოტერის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩინა. ამიტომაც, ჰარი პოტერის სერიალის თითქმის ყველა მსახიობი როულინგის კრიტიკოსების სამიზნე გახდა. HBO-ს ხელმძღვანელმა, ქეისი ბლოისმა, დაადასტურა, რომ როულინგი სერიალის შექმნაშიც აქტიურადაა ჩართული.

HBO-ს შოუს მე-2 სეზონში კიტ ჰარინგტონი გილდეროი ლოკჰარტის პერსონაჟს შეასრულებს. სერიალში ლოკჰარტის როლზე თავდაპირველად ნიკოლას ჰოლტი იყო დამტკიცებული, მაგრამ სამუშაო გრაფიკის სირთულეების გამო ის ჰარინგტონმა ჩაანაცვლა.

ფოტო: CNN

კიტმა აღნიშნა, რომ ჰარი პოტერის წიგნებისა და ფილმების სიყვარული მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას და ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა, ფრენჩაიზს შეერთებოდა: "ბავშვობაში ჰარი პოტერის ფანი ვიყავი, თუმცა ზრდასრულობაში ეს სამყარო ხელახლა აღმოვაჩინე და ყოველ ღამით მის აუდიოწიგნებს ვუსმენდი. ახლაც სულ ვუსმენ, დაძინებაში მეხმარება. ვიცი, რომ სხვა ადამიანებიც ასე იქცევიან, ასე რომ, ეს წიგნები ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია... როდესაც შევიტყვე, რომ სერიალს იღებდნენ, ვიფიქრე, რომ მონაწილეობა კარგი იდეა იქნებოდა. ფილმები ძალიან მიყვარს, თუმცა სერიალით წიგნების სიღრმისეულად გადმოცემა შეიძლება, ჩემნაირი წიგნის ნერდისთვის კი ეს მართლაც სასიხარულოა".

ამასთან ერთად, HBO-ს ხელმძღვანელმა, ქეისი ბლოისმა, აღიარა, რომ სერიალი თავდაპირველ გეგმას ვეღარ მიჰყვება — სეზონებს ყოველწლიურად ვერ გამოუშვებს. თუმცა, ამასთან ერთად აღნიშნეს, რომ ფანებს ორწლიანი ლოდინიც არ მოუწევთ.