"გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთთან ინტეგრაციის პროცესები მკაცრად დაგმო. მისი თქმით, კრემლის მიერ არაადგილობრივი კანდიდატის დასახელება და მიმდინარე მოვლენები რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას ემსახურება, რაზეც საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას ინარჩუნებს.
ბერდია სიჭინავას თქმით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც კრემლმა კანდიდატად პირველად დაასახელა რუსეთში დაბადებული პირი, რომლის მთელი კარიერაც რუსულ სახელმწიფო სტრუქტურებს უკავშირდება.
"დღეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ტარდება დე ფაქტო საპრეზიდენტო ეგრეთ წოდებული არჩევნები, სადაც კრემლის მიერ პირველად საპრეზიდენტო კანდიდატადაა დასახელებული არაადგილობრივი, რუსეთის ფედერაციაში დაბადებული პირი მარატ კამბოლოვი, რომლის მთელი კარიერა რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სტრუქტურებს უკავშირდება", — თქვა სიჭინავამ.
მისივე განცხადებით, ეს პროცესი ემთხვევა მაისში რუსეთსა და დე ფაქტო ცხინვალს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის საბოლოო მიზანიც რეგიონის ფაქტობრივი ანექსია და ჩრდილოეთ ოსეთისთვის მიერთებაა.
"ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში ტარდება 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ცხინვალს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფონზე, რომლის საბოლოო მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიაა და მისი ჩრდილოეთ ოსეთისთვის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციისთვის მიერთება", — აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
პოლიტიკოსმა მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ ისინი დუმან და აგრძელებენ ქვეყნის იზოლაციას.
"ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე პროცესებთან დაკავშირებით, ოცნების ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას, ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდის პოლიტიკას. დასავლელი პარტნიორებისაგან ქვეყნის იზოლაციისა და საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან პირისპირ დატოვების პროცესს", — აღნიშნა მან.
სიჭინავამ ყურადღება გაამახვილა ჩორჩანას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზეც და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასამართლებს იმ ადამიანებს, ვინც სოფელი ოკუპაციას გადაარჩინა.
"სიმბოლურია, რომ დღეს ასევე ტარდება სასამართლო პროცესი ჩორჩანას საქმეზე, სადაც ოცნების ხელისუფლება ასამართლებს საკუთარი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიებით და მათ აძლევს იურიდიულ საფუძვლებს არა მხოლოდ საპოლიციო საგუშაოს ასაღებად, არამედ მთლიანად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანას მისაცემად, რომელიც 2019 წელს გიორგი გახარიამ ოკუპაციას გადაარჩინა", — თქვა პოლიტიკოსმა.
- გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს
- იგორ კოჩიევი: ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ჩორჩანას საგუშაგოს აღება
- ბერდია სიჭინავა: ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ "ოცნების" რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.
- გახარიას თქმით, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის აღსრულებაა
- გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, კანდიდატ მარატ კამბოლოვის რიტორიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩორჩანას საკითხს.
"მარატ კამბოლოვის საარჩევნო რიტორიკაში დიდი ადგილი უჭირავს ჩორჩანას საკითხს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები განიხილავენ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიად და ადგილობრივ წრეებში პოზიტიურ მოლოდინებს აჩენენ ტერიტორიის ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით", — თქვა სიჭინავამ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეფასებით, ოკუპანტები ცდილობენ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებით შეინიღბონ და საქართველო აგრესორად გამოიყვანონ.
"ოკუპანტები ელიან ძალის გამოუყენებლობის ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას, რითაც რუსეთს სურს შეინიღბოს საკუთარი როლი, როგორც აგრესორის, კონფლიქტის მონაწილედ გამოაცხადოს მარიონეტული რეჟიმი, საქართველო კი აგრესორად და შემდგომ ოფიციალურმა თბილისმა დაიწყოს ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი", — თქვა მან.
ბერდია სიჭინავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და დასასრულს, მან მთავრობას საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებისკენ მოუწოდა.
"კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განგრძობითად და ურყევად მხარდაჭერისთვის.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოცნების ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებისთვის, რათა მკაფიოდ, საერთაშორისო დონეზე დაიგმოს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესი და საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის ფონზე შევძლოთ ანექსიური პროცესების შეჩერება ცხინვალის რეგიონში", — თქვა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, დღეს, 18 სექტემბერს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთელ რეგიონში 70 საარჩევნო უბანია მომზადებული, რუსეთში კი — ხუთი. ე.წ. რესპუბლიკის მცხოვრებლები არჩევანს ოთხ კანდიდატს შორის გააკეთებენ: ესენი არიან დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტი მარატ კამბოლოვი, პოლიტიკური პარტია "ერთობის" ლიდერი ზურაბ კოკოევი და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მურატ ვალიევი და ყაზბეკ კოდოევი.
-
სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს
გადახედვა
-
სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
გადახედვა
-
"ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს "ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას "გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
გადახედვა
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის
კომენტარები