შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
შალვა პაპუაშვილი დიპლომატ გია ჯაფარიძის "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის "მენიუში".
პაპუაშვილის შეფასებით, "უსამშობლო მოქალაქეების" მიზანია, რომ საქართველო ამ "მენიუში" აღმოჩნდეს და დასძინა "ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მერე მაგას უნდა დავაკვირდეთ",
"ეს არ არის წამოცდენა, ეს არის გამონათქვამი — თუ არ ზიხარ მაგიდასთან, ე.ი ხარ "მენიუში". რაც გულისხმობს, რომ თუ არ ხარ თანასწორი და არ ხარ გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, ესე იგი შენზე სხვა მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ამ წამოცდენით [ჯაფარიძემ] გაიმეორა ის, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ ბრიუსელის ზოგიერთი კომისრის, მაგალითად მარტა კოსის მხრიდან, რომ კანდიდატ ქვეყნებს უყურებენ როგორც მეორეხარისხოვან ხალხს და უკრძალავენ ტრამპის იდეოლოგიურ საყრდენთან ურთიერთობას, მაშინ, როდესაც თავად ურთიერთობენ. ეტყობა, გონიათ, რომ თავად არიან ჩვენი მეურვეები და ჩვენ არ გყოფნის ჩვენი მოწიფულობა იმისთვის, რომ ჩვენ განვსაზღვროთ ვისთან გქონდეს ურთიერთობა.
დღეს ასე უყურებს, სამწუხაროდ, ბრიუსელი, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში, რომლებზეც იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვინც სხედან მაგიდასთან. უსამშობლო საქართველოს მოქალაქეების მიზანია, რომ როგორმე აღმოვჩნდეთ “მენიუში” და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მერე მაგას უნდა დავაკვირდეთ," — განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 17 სექტემებრს გია ჯაფარიძემ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე ისაუბრა. ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზით აღარ მოძრაობს.
"ქართული ოცნების მხრიდან ძალიან მკაფიოდ და ცხადად არის დაფიქსირებული, რომ ისინი არ აპირებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე სიარულს, პირიქით, ევროკავშირის ისინი მტრულ გაერთიანებად აღიქვამენ, რაღას არ აბრალებენ მას და ასეთ ვითარებაში ძალიან ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს ამ კონტექსტში აღარ ახსენებს. ჩვენ ქართული ოცნების მიზანმიმართული ქმედებებით ძალიან დიდი ხანია, აღარ ვართ ევროკავშირის "მენიუში". მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის ქართული ოცნების ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს. ზოგადად, დასავლური ცივილიზაცია ასეთია — ის ნდობაზე დგას," — აღნიშნა ჯაფარიძემ.
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს? მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები