ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მე-4 საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
ელისაშვილს სასამართლო პროცესზე მოწმისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. "დაზარალებული" მოწმე პოლიციელი დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის მოადგილე შოთა ჭიპაშვილია. ის ელისაშილის ტერორიზმის საქმეზე მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც ელისაშვილმა მას "არაკაცი" უწოდა.
ელისაშვილმა დღევანდელ პროცესზე მისთვის წარდგენილ ახალ ბრალზე ისაუბრა და მოსამართლეს განუცხადა, რომ მან პოლიციელს "არაკაცი" ნამდვილად დაუძახა.
"პროკურატურას 30 მოწმე ჰყავს მარტო იმასთან დაკავშირებით, მართლა დავუძახე თუ არა სადისტ პოლიციელს არაკაცი. დავუძახე!
ციხეში, თაკარა მზეში გამომძიებლები მოვიდნენ, რამდენი ფურცელი, მელანი და ბენზინი დახარჯა სახელმწიფომ მარტო იმის დადგენაში, მართლა დავუძახე თუ არა "არაკაცი". დავუძახე, არ უარვყოფ!" — ამბობს ალეკო ელისაშვილი [რადიო თავისუფლება].
მისი განცხადებით, სწორედ ჭიპაშვილი იყო ის პოლიციელი, რომელმაც დაკავებისას ხელბორკილები მჭიდროდ დაადო და უარს ეუბნებოდა მის წინ გადმოტანაზე.
"ორ დანაშაულზე იყო იმ პროცესზე საუბარი, პირველი, ხელბორკილები 4 საათი არ მომხსნეს და მარცხენა ხელიდან სისხლი მომდიოდა. "წინ მაინც დამიმაგრეთ ეს ხელბორკილები-მეთქი", ზუსტად იმ პოლიციელს [დავით ჭიპაშვილი — რ.თ.] ვეუბნებოდი. თავის ქვეშევრდომ პოლიციელს უკრძალავდა ხელბორკილების მოხსნას.
ორი პოლიციელი იყო იმ პროცესზე მოსული. ერთი შევაქე, ადამიანი იყო და იმიტომ. მეორეს არაკაცი დავუძახე. წყალი, რომ ვითხოვე, ერთი ცდილობდა მოეწოდებინა და ეს ჭიპაშვილი, მართლა არაკაცი, ეუბნებოდა, არ დაალევინოო. დაინახეს, რომ სისხლი მომდიოდა მარცხენა ხელიდან და მაჯები მქონდა დახეთქილი.
ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან, ბედნიერი იყო. არაფერს ვიგონებ და მეორე დანაშაული იყო ის, რომ ასეთ ადამიანს არაკაციც დავუძახე, "ახვარიც" და "ნაბიჭვარიც", იმსახურებდა.
ეს პოლიციელი მოქმედი პოლიციელია.
ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მე არაფერი დამკლებია, უბრალოდ გაოგნებული ვარ, რანაირი ხალხი მუშაობს პოლიციაში? სად არის იმ საქმის გამოძიება? შეწყვიტეს! დანაშაულის ნიშნები არ არისო.
იზოლატორში დაფიქსირებული იყო ხელები დაჩეხილი რომ მქონდა. მე ხომ არ დავიჩეხავდი არა? მკურნალობაც ჩამიტარეს, იქ ორი კვირა მიმკურნალეს მაჯებზე. ამით დაინტერესდით? იქნებ მე თვითონ დავიზიანე ეს მაჯები?..." — ამბობს ალეკო ელისაშვილი [რადიო თავისუფლება].
პროკურატურის ვერსია
მიმდინარე წლის 31 ივლისს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლითაც წარუდგინა, რაც გულისმობს "სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მონაწილის შეურაცხყოფით". აღნიშნული მუხლი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შოთა ჭიპაშვილი ელისაშვილის ტერორიზმის საქმეზე მოწმის სახელით დაიკითხა.
საქმის პროკურორ დავით დევიძის განცხადებით, ელისაშვილმა პოლიციელს სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც უწოდა, "რომელსაც ვერ გავაჟღერებ იმდენად შეურაცხმყოფელია". პროკურორი პოლიციელის მხრიდან ელისაშვილზე ძალადობას უარყოფს.
"ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ ძალადობის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, მის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია არც მანდატურის თანამშრომლებს და არც საპატრული პოლიციის თანამშრომლებს.
ნებისმიერი პიროვნება შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს აღნიშნული სიტყვების გაგონების შემდეგ, არა მარტო "არაკაცი", არამედ სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები უწოდა, რომელსაც ვერ გავაჟღერებ იმდენად შეურაცხმყოფელია," — ამბობს პროკურორი.
ალეკო ელისაშვილის საქმეები
ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ჯამში 4 ბრალდება/ეპიზოდი ფიგურირებს.
1. ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა — 2024 წლის დეკემბერში ელისაშვილი დააკავეს ქართული ოცნების წევრ ალი ბაბაევზე განხორციელებული თავდასხმის გამო.
მას ბრალი სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობით დევნას გულისხმობს;
2. ტერორისტული აქტის მცდელობა (I ეპიზოდი). ბრალდების თანახმად, ალეკო ელისაშვილმა 2025 წლის 29 ნოემბერს სასამართლო კანცელარიის დაწვა ცადა.
3. ტერორისტული აქტის მცდელობა (II ეპიზოდი). ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლო კანცელარიის დაწვა 2026 წლის მარტშიც ცადა;
ტერორიზმი მუხლით წარდგენილ ბრალდებებზე ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
კომენტარები