პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელმაც პატიმრების საყოველთაო ამნისტია მოითხოვა. ჯგუფის მტკიცებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა, ხოლო საპატიმროებში კვებასთან, ჯანმრთელობასა და ჰიგიენასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია.
პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჰიგიენური ნორმების დაცვა და ხარისხიანი კვებით უზრუნველყოფა მათი უმთავრესი პრიორიტეტია.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება უკვე მერამდენედ აგორებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება.
თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია.
შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მას სერვისი მიეწოდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ესეც არის პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მიზნით, სამსახურის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია წელიწადში სამჯერ ახორციელებს ყველა პენიტენციური დაწესებულების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების სადეზინფექციო სამუშაოებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით.
ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოებს შესაბამისი საშუალებებით აწარმოებენ სამსახურის მიერ სპეციალურად ამ მიზნით ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლები. სამუშაოები ტარდება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში როგორც თვეში ერთხელ, გეგმიურად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ყველა იმ ადგილას, სადაც მიუთითებს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, კერძოდ: საკნებში (ხორციელდება საკნის დაცლა და საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება რბილი ინვენტარის ახლით ჩანაცვლება), დერეფნებში, სველ წერტილებში, საზოგადოებრივ მისაღებებში, სამორიგეო, ექიმის, თანამშრომლების სამუშაო, საამანათო, პაემნის, საადვოკატო და გარე დაცვის ოთახებში;
გარდა ამისა, დამატებით, კვარტალში ერთხელ დასუფთავების კომპანია ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებებისა და სამედიცინო პუნქტების დეზინფექციას.
ასევე, პრევენციის მიზნით, არათუ პენიტენციური დაწესებულებების შიდა ტერიტორია, არამედ ასევე ხდება გარე პერიმეტრის (ბუფერული ზონების) მოწესრიგება, მათ შორის, ბალახის გათიბვა, ტერიტორიების ბუჩქნარებისა და სხვა ნარგავებისაგან გაწმენდა, რა დროსაც სპეციალური ხსნარებით მუშავდება აღნიშნული ტერიტორიები, რათა როგორც დაწესებულებები, ასევე, გარე პერიმეტრიც დაცული იყოს მწერებისა და ქვეწარმავლებისგან.
რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, ესეც არის მორიგი სიცრუე.
პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. მენიუ შედგენილია სპეციალურად ამ მიზნით მოწვეული ნუტრიციოლოგების მიერ და მოიცავს დაბალანსებულ კვებას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რაც პერიოდულად ხორციელდება პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მიზნით. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან", — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, 16 სექტემბერს, ადვოკატების საინიციატივო ჯგუფმა განცხადება გააკეთა და პატიმრების საყოველთაო ამნისტია მოითხოვა. მათ აღნიშნეს, რომ საპატიმროებში დასაშვებ ზღვარზე მეტი პატიმარია თავმოყრილი და არსებული პირობები არასათანადოა.
"ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. ამ ყველაფერმა საპატიმრო დაწესებულებში მრავალი პრობლემა გამოიწვია, მაგალითად, პატიმრებს არ მიეწოდებათ ღირსეული საკვები, ასევე ძალიან დიდი პრობლემა ექმნებათ, არ აქვთ ღირსეული და სწრაფო სამედიცინო მომსახურება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო —დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია. შეწყალების აქტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, მეორე მხრივ კი, პატიმრები საპყრობილეში გამოკეტილები არიან და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვთ. მათ ასევე სახლში ელოდებიან არასრულწლოვანი შვილები, მოხუცი მშობლები და ერთი სული აქვთ, ეს ადამიანები ერთხელ მაინც ნახონ თავისუფლებაზე. დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია",— განაცხადა იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ (IPN).
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
-
Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
-
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
-
კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს
გადახედვა
-
კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? — Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? — Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა
-
თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
გადახედვა
-
ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს" ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს"
გადახედვა
კომენტარები