ოთხშაბათს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტს, რომელიც გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახელს ატარებს, ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაუგზავნიან. ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს.

კონგრესის 262-მა წევრმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო 159 წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსი ჩინოვნიკების, ბანკებისა და რუსული ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ტანკერების — "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ.

ასევე კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორზე.

ამასთანავე, ტარიფები არ გავრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ექსპორტზე გატანილი რუსული გაზის 15%-ზე ნაკლებს ყიდულობენ და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს იმპორტის შესამცირებლად.

აშშ-ის სენატმა ეს კანონპროექტი გასულ თვეში 86-11 ხმით დაამტკიცა.

კანონპროექტის მომხრეები ამბობენ, რომ სატარიფო დებულებები შეაკავებს ჩინეთს, ინდოეთსა და სხვა მსხვილ მყიდველებს რუსული ენერგორესურსების შეძენისგან. კრიტიკოსები შიშობენ, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ეს უფლებამოსილება გამოიყენოს აშშ-ის მოკავშირეებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლისთვის, ხოლო ტარიფებმა შესაძლოა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ფასების ზრდა გამოიწვიოს.