გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატი გიგა ფარულავა აცხადებს, რომ თუ ტექნიკური ხარვეზი იყო, მაშინ შეკრება-მანიფესტაციების კანონში ცვლილებებზე მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ხელახლა უნდა ჩატარდეს. ფარულავა ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის იმ 16 დეპუტატის მიერ კანონპროექტისთვის მხარდაჭერის დაფიქსირებას გამოეხმაურა.
ფარულავას განცხადებით, თუ უმრავლესობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი წევრების მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერა ტექნიკური ხარვეზი იყო, მაშინ კენჭისყრა თავიდან უნდა გაიმართოს, რათა საზოგადოებამ დეპუტატების რეალური პოზიცია იხილოს.
"ჩვენ დავაინიცირეთ კანონი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" და თანმდევ სამართლებრივ ნორმებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, რეპრესიული ნორმების გაუქმებასთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, კენჭისყრის შედეგად უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, მათ შორის უმრავლესობის ლიდერმა. ისინი დღეს აცხადებენ, რომ ეს შედეგები დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზით.
თუ ეს ტექნიკური ხარვეზია, მაშინ მოვითხოვთ ხელახლა ჩატარდეს კენჭისყრა, ვინაიდან, როგორც ისინი ასახელებენ მიზეზს — ტექნიკურ ხარვეზს, ესე იგი ეს არ ასახავს დეპუტატების რეალურ ნებას.
მოვითხოვთ მოხდეს ხელახალი კენჭისყრა ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით, რომ თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნათლად ნახოს, ვინ უჭერს მხარს დარჩეს რეპრესიული სამართლებრივი ნორმები ძალაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ოცნებას ხელახალი კენჭისყრისკენ", — განაცხადა ფარულავამ (IPN).
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა პარტია გახარია საქართველოსთვის ინიციატივას, რომელიც 2024 წლამდე არსებული შეკრება-მანიფესტაციის წესების აღდგენას გულისხმობდა. "შეკრება-მანიფესტაციების შესახებ" და მიმდინარე კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს პარლამენტში 28-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა ხმების სიმცირის გამო პაკეტი ჩავარდა.
აღნიშნული ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობიდან პარტია ქართული ოცნების 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მათ შორის არიან: თეა წულუკიანი, ირაკლი კირცხალია, გურამ მაჭარაშვილი, ვახტანგ თურნავა, ანტონ ობოლაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, გივი ჭიჭინაძე, გიორგი ჭყონია, ეკა სეფაშვილი.
ქართული ოცნების წევრები აღნიშნულს მექანიკურ შეცდომას ან ტექნიკურ პრობლემას უკავშირებენ.
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
-
EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს
გადახედვა
-
ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი
გადახედვა
-
ამ საიტებზე ვერაფერს იყიდი, მაგრამ შეგიძლია თვალიერებით გაიხარო გული ამ საიტებზე ვერაფერს იყიდი, მაგრამ შეგიძლია თვალიერებით გაიხარო გული
გადახედვა
-
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს
გადახედვა
-
მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს
გადახედვა
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
გადახედვა
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
კომენტარები