პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილის კანდიდატურა ფრაქცია ქართულმა ოცნებამ წარადგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილმა მაია ბითაძე შეცვალა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა.