ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი
პარლამენტმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანებას მხარი დაუჭირა — კანონპროექტს 83-ი დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორ ნაწილად დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიყო.
რა გზა გაიარა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა 1,5 წელიწადში?
- 2025 წლის 2 აპრილი — რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთმანეთს გამოეყო. რეგიონული განვითარების მინისტრად გრიგოლ ლილუაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად კი რევაზ სოხაძე წარადგინეს;
- 2025 წლის 4 აპრილი — ლილუაშვილი პოლიტიკას ტოვებს და რეგიონული განვითარების მინისტრად კახაბერ გულედანი დაინიშნა;
- 2026 წლის 30 ივლისი — რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმება და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება დაანონსდა, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა; მანამდე კი რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე დაინიშნა;
- 2026 წლის 27 აგვისტო — მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა;
- 2026 წლის 16 სექტემბერი — პარლამენტმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების კვლავ გაერთიანებას დაუჭირა მხარი.
რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის 2 აპრილს გამოეყო. ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელად სუს-ის ყოფილი უფროსი და ამჟამად ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა. თუმცა, ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აღნიშნულ პოსტს აღარ დაიკავებდა. ლილუაშვილის ნაცვლად, რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელად კახაბერ გულედანი დაინიშნა.
კახაბერ გულედანი რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტს 30 ივლისამდე იკავებდა. 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის სტრუქტურაში ახალი — რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნებოდა და ამ პოსტზე მამუკა მდინარაძე დაინიშნებოდა. მდინარაძე იმ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოზიციას იკავებდა. ირაკლი კობახიძემ მაშინ განმარტა, რომ ამ საკადრო ცვლილებების ფონზე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დანიშნულებას კარგავდა და ის სექტემბერში გაუქმდებოდა. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი კი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გადავიდა.
BMG-ის ინფორმაციით, 2026 წელს რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 132.9 მილიონი ლარით განისაზღვრება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი 3.1 მილიარდი ლარით.
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
-
EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს
გადახედვა
-
ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი
გადახედვა
-
ამ საიტებზე ვერაფერს იყიდი, მაგრამ შეგიძლია თვალიერებით გაიხარო გული ამ საიტებზე ვერაფერს იყიდი, მაგრამ შეგიძლია თვალიერებით გაიხარო გული
გადახედვა
-
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს
გადახედვა
-
მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
გადახედვა
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები