როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის საინტერესო და საჭირო პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. ამ ბლოგში სწორედ ერთ-ერთ ასეთი პროექტზე STEM სკოლაზე ვისაუბრებთ, რომელიც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია. STEM სკოლა მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს, მთელი საქართველოდან, აძლევს შესაძლებლობას, უნიკალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთონ, რომელიც ტრადიციული გაკვეთილებისგან საკმაოდ განსხვავდება.
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული სასწავლო მოდელიც.
თეორიიდან პრაქტიკამდე
STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მეთოდოლოგია პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას (Project-Based Learning) ეფუძნება, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ცოდნა რეალური პრობლემების გადაჭრას მოახმარონ. სასწავლო პროგრამა, რომელიც სპეციალურად ამ სკოლისთვის შეიქმნა, ორი ოთხთვიანი მოდულისგან შედგება.
როგორც საინჟინრო ფიზიკის დოქტორი და მოდულების ავტორი, მარეხი მაზანაშვილი განმარტავს, პროცესი ეტაპობრივად რთულდება:
"პირველ მოდულში სწავლა მთლიანად ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები ვირტუალურ გარემოში სწავლობენ მიკროკონტროლერის დაპროგრამებას, სხვადასხვა სენსორების მუშაობის პრინციპს… მეორე მოდული უკვე რეალური კომპონენტების ჩართულობით მიმდინარეობს", — გვიზიარებს მარეხი მაზანაშვილი.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ თეორიულად ითვისებენ მასალას, არამედ პრაქტიკულადაც ქმნიან საკუთარ პროექტებს.
"მოლოდინი მაქვს, რომ პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება — მოიცავს მეტ რეგიონს, მეტ მოსწავლეს. ვრწმუნდები, რომ კომაროვისა და საქართველოს ბანკის STEM სკოლის პროექტი გახდება ეროვნული საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციურ, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას მომავალი თაობისთვის", — ამბობს ნინო ხიხაძე, STEM სკოლის მასწავლებელი.
გარემო, რომელიც პოტენციალს ავლენს
STEM სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შექმნას გარემო, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდები საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებენ. სრულად დისტანციური ფორმატი და საქართველოს ბანკის სტიპენდია საუკეთესო მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს, რომ ხარისხიანი STEM განათლება მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
"ნიჭიერ მოსწავლეებს პოტენციალის გამოსავლენად სჭირდებათ სწორი გარემო და ხელმისაწვდომობა, სწორედ ასეთი გარემო შექმნა ჩვენმა პროექტმა ახალგაზრდებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან", — ამბობს გიორგი ლექვინაძე, STEM სკოლის მასწავლებელი.
პროექტის შედეგები აჩვენებს, თუ როგორ იცვლება მოსწავლეთა დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ბევრი მათგანი თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგენს, რომ რთული ტექნოლოგიური პროექტების შექმნა შეუძლია.
„ჩვენთან მოდიან მოსწავლეები, რომლებსაც უყვართ ფიზიკა, მათემატიკა, თუმცა უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა, რა შეუძლია STEM განათლებას. პირველი მოდულის ბოლოს ყველას ვუსვამთ კითხვას, წარმოგედგინა, რომ ასეთ რამეს გააკეთებდი? ყოველთვის გვპასუხობენ, რომ წარმოუდგენელი ეგონათ. მეორე მოდულის შემდეგ კიდევ უფრო გაოგნებულები რჩებიან საკუთარი შესაძლებლობებით – ამბობს გიორგი ჯიქიძე, ელექტრო ინჟინერი, STEM სკოლის მასწავლებელი.
საბოლოო ჯამში, STEM სკოლა არის ინვესტიცია მომავალში, რომელიც ახალგაზრდებს არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლებად, არამედ მათ შემქმნელებად აქცევს.
"სტუდენტებს სჭირდებათ ორი რამ: მოწადინება და ახლის სწავლის სურვილი. ინტერესს და ინჟინერიის სიყვარულს ჩვენ გავუღვივებთ", — განმარტავს ელგუჯა აბულაძე, ელექტრო ინჟინერი, STEM სკოლის მასწავლებელი.
თუ ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული, ნახე 5 მიზეზი რატომ უნდა ისწავლო STEM სკოლაში. იმისთვია კი რომ არ გამოგრჩეს შენთვის საინტერესო პროექტები და შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს ბანკი გთავაზობს, გადადი ბლოგზე და გაეცანი 2026 წელს დაგეგმილ ყველა პროექტს. გაეცანი ყველა დეტალს STEM სკოლაზე და გაიგე ყველაფერი რაც გჭირდება რეგისტრაციიდან დაფინანსებამდე და დარეგისტრირდი STEM სკოლაში.
-
მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს
გადახედვა
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
გადახედვა
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები