ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
ფოტო: Novig
სიდნი სვინის ახალმა რეკლამამ სპორტსმენი ქალების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ახლახან სიდნი სვინიმ Novig-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. Novig სპორტული ვაჭრობისა და პროგნოზირების ბაზრის უახლესი აპლიკაციაა ფეხბურთის, ბეისბოლის, ჩოგბურთისა და სპორტის სხვა სახეობების მოყვარულთათვის. სპორტსმენების აზრით, აღნიშნული რეკლამა სპორტში ქალების სექსუალიზებას უწყობს ხელს.
სარეკლამო რგოლში ეიფორიას ვარსკვლავი სხვადასხვა სპორტულ ინვენტართან — ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთებთან, ჰოკეის კართან და სხვა აღჭურვილობასთან ერთად შიშველი პოზირებს. სპორტსმენმა ქალებმა ეს რეკლამა სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს და ქალების მიმართ უპატივცემულობაც უწოდეს.
"სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ მაბრაზებს ამის ყურება. როგორ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, რომელშიც ქალის სხეულით ფულის კეთება და ქალთა სპორტის სექსუალიზება ჯერ კიდევ ნორმაა?", — წერს ინსტაგრამზე ცურვაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, არიარნე ტიტმუსი.
ბრიტანელმა მორბენალმა, ემი ჰანტმა, BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში სიდნის პირდაპირ მიმართა (მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტში გამართულ ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა) და განაცხადა "სიდნი, აი, ასე გამოიყურებიან ქალები სპორტში — კუნთები, მძიმე შრომა, ოფლი, სისხლი და ცრემლები".
"მთელი ცხოვრება ისეთ სპორტში გავატარე, რომელშიც სპორტსმენ ქალებს ზედმეტად სექსუალურად წარმოაჩენდნენ, მხოლოდ სხეულად აღიქვამდნენ და გვიწევდა ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ნამდვილი შესაძლებლობები სერიოზულად მიეღოთ", — დაწერა ინსტაგრამზე ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ, გრეისი კრამერმა. მოგვიანებით კრამერმა ინსტაგრამის სთორებში გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებშიც სპორტსმენი ქალების ვარჯიშია ასახული, წარწერით: "აი, ასე გამოიყურება ქალი სპორტში".
გერმანელმა მორაგბემ, სოფი ფელამ აღნიშნა, რომ სპორტსმენი ქალები გოგოებისთვის საუკეთესო მისაბაძი მაგალითები არიან, რადგან ისინი ახერხებენ, "თავი დააღწიონ" საზოგადოებაში დამკვიდრებულ სილამაზისა და ქალურობის სტანდარტებს. "სწორედ ამიტომაა სიდნი სვინის ეს რეკლამა ასეთი შეურაცხმყოფელი მსოფლიოს ყველა სპორტსმენი ქალისთვის", — დაწერა მან ინსტაგრამზე.
კომპანია Novig-სა და სიდნი სვინის წარმომადგენლებს ჟურნალისტების კითხვებზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
-
საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
-
როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: "" როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: ""
გადახედვა
-
გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში
გადახედვა
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
კომენტარები