2010 წელს თბილისში "ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი" გაიხსნა, რომლის მთავარი მიმართულება წლების განმავლობაში ორთოდონტია იყო. 2024 წელს ცენტრმა რებრენდინგი გაიარა და NB Dental-ის სახელით განაგრძო მუშაობა, ხოლო დღეს, გახსნიდან თითქმის 16 წლის შემდეგ, სტომატოლოგიური კლინიკა თანამედროვე სტომატოლოგიის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს:

● ესთეტიკური სტომატოლოგია;

● ორთოპედია;

● იმპლანტაცია;

● ქირურგიული მკურნალობა;

● პაროდონტოლოგია;

● დიაგნოსტიკური სერვისი;

● ორთოდონტია;

● ბავშვთა სტომატოლოგია;

● ინტრავენური ანესთეზიით მკურნალობა;

● თერაპიული სტომატოლოგია.

ორი ფილიალი, ერთი სტომატოლოგიური კომპლექსი

გაფართოების შემდეგ საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩაზე, NB Dental-ის ორი გვერდიგვერდ მდებარე ფილიალი ფუნქციონირებს. ერთი მათგანი ზრდასრულ პაციენტებს ემსახურება, მეორე კი, NB Dental KIDS, ბავშვებისა და მოზარდების პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

NB Dental KIDS საქართველოში პირველი სპეციალიზებული ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკაა, რომელიც თავიდანვე დამოუკიდებელ სივრცედ შეიქმნა. კლინიკის ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციის სტილი და მკურნალობის პროცესი მორგებულია პატარებზე, რათა მათ სტომატოლოგთან ვიზიტი პოზიტიურ გამოცდილებად აღიქვან.

ორთოდონტია — მიმართულება, რომლითაც კლინიკის ისტორია დაიწყო

მასშტაბების ზრდისა და გაფართოების პარალელურად, ორთოდონტია კვლავ კლინიკის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად რჩება. მკურნალობა კომპლექსური დიაგნოსტიკით იწყება — ორთოდონტი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, შეიმუშავებს ინდივიდუალურ გეგმას და ბრეკეტებსა და ელაინერებს შორის პაციენტთან ერთად არჩევანს აკეთებს.

მკურნალობის პროცესი არა მხოლოდ კბილების ვიზუალურ გასწორებას, არამედ თანკბილვისა და ფუნქციის გაუმჯობესებასაც ემსახურება. ამასთან, ორთოდენტის ყურადღება მიმართულია იმაზეც, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგი ხანგრძლივად შენარჩუნდეს.

მულტიდისციპლინური მიდგომა კომპლექსური შემთხვევებისთვის

სტომატოლოგიაში ხშირია კომპლექსური შემთხვევები, რომელთა გადასაჭრელად მხოლოდ ერთი სპეციალისტის ხედვა საკმარისი არ არის. ასეთ დროს, NB Dental-ში მკურნალობის პროცესში სხვადასხვა პროფილის ექიმი-სტომატოლოგები – ორთოდონტები, ორთოპედები, ქირურგები, იმპლანტოლოგები, პაროდონტოლოგები და თერაპევტები – ერთვებიან. პროფესიონალები ერთად, დეტალურად სწავლობენ პაციენტის მდგომარეობას და მკურნალობის ეფექტურ გეგმას ადგენენ.

სრული გამჭვირვალობა, ნდობა და მკურნალობა სტრესის გარეშე

კლინიკის ხედვით, ექიმსა და პაციენტს შორის ნდობა სწორედ მაშინ ყალიბდება, როდესაც მას აქვს სრული წარმოდგენა, თუ რატომ შეირჩა ესა თუ ის მეთოდი და რა შედეგზეა იგი გათვლილი. ამიტომ, სამედიცინო ჩარევის დაწყებამდე დეტალურად განიხილება დასმული დიაგნოზი, დაგეგმილი პროცედურები და შესაძლო ალტერნატივები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი ძლიერ შფოთვასთან ასოცირდება, შესაძლებელია, პროცედურები ინტრავენური ანესთეზიით ჩატარდეს.

2010 წელს ერთი ორთოდონტიული ცენტრით დაწყებული ისტორია დღეს უკვე ორი ფილიალითა და მულტიდისციპლინური სტომატოლოგიური კომპლექსით გრძელდება, სადაც თითოეულ ექიმ-სტომატოლოგს სჯერა, რომ ეფექტური შედეგი სწორი დიაგნოსტიკით, ინდივიდუალური მიდგომითა და ძლიერი გუნდის კოორდინირებული მუშაობით მიიღწევა.

კლინიკა საბურთალოზე, დავით თავხელიძის №1ა-ში მდებარეობს და პაციენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:30-დან 20:00 საათამდე იღებს. სტომატოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე (032) 2 32 22 27. სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს nbdental.ge.