2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით (177.3 ლარით) გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.

შესაბამისი მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.4 პროცენტით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2 პროცენტით);
• მშენებლობა - 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3
პროცენტით).

რაც შეეხება ქალებისა და მამაკაცების საშუალო ხელფასის სხვაობას, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927.0 ლარი, ხოლო კაცების - 2 856.4 ლარი იყო.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 200.5
ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია ქ. თბილისი და მცხეთამთიანეთი.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 2026 წლის II კვარტალში დაქირავებით
დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით.

ხელფასები რეგიონების მიხედვით

ხელფასები რეგიონების მიხედვით

ფოტო: საქსტატი