ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა "ფინედუს" ერთობლივი კონკურსის — "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს" პირველი გამარჯვებული, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, ამირან ხიმშიაშვილი გახდა.
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო გასული წლის შემოდგომაზე დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას და იმ პედაგოგების აღიარებას, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოზარდებსა და სასკოლო საზოგადოებაში ფინანსური განათლების პოპულარიზაციაში.
კონკურსის მონაწილეებს 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხორციელებინათ გაკვეთილები და პროექტები, შეექმნათ სასწავლო რესურსები და დაენერგათ ინოვაციური მიდგომები ფინანსური განათლების სწავლების პროცესში.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული ხუთი მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხეfდვით გამოვლინდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ბაზისბანკის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
11 სექტემბერს კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა, რომელზეც "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს" 2026 წლის გამარჯვებულ მასწავლებელს ბაზისბანკისგან ფულადი პრიზი გადაეცა.
დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით უწყებებსა და საფინანსო სექტორს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და მხარდაჭერის მზაობას.
ბაზისბანკი, როგორც განათლების პროექტების აქტიური მხარდამჭერი, ეროვნულ ბანკთან პარტნიორობას აგრძელებს და მომავალშიც ჩაერთვება ქვეყანაში ფინანსური წიგნიერების ამაღლების ინიციატივების განხორციელებაში.
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
კომენტარები