თბილისში, საბურთალოს რაიონში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები 30 წლამდე არიან. ისინი ნარკოტიკული საშუალებების შესაბამის ადგილზე განთავსებისას დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში NEWS.On.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.