პაატა ზაქარეიშვილი: "რუსოფობია არ არსებობს საქართველოში, არსებობს ანტირუსული განწყობები"
14 სექტემბერს პროსამთავრობო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გაიმართა დებატები თემაზე: "რუსოფობია — რეალობა თუ პოლიტიკური იარლიყი?". დებატებში მონაწილეობდნენ პრემიერი ირაკლი კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე და ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.
პაატა ზაქარეიშვილმა ტერმინ "რუსოფობიის" გამოყენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროპაგანდისტული ტრიუკია "რუსოფობია" და საბოლოო ჯამში დაუბრუნდება თავის რეალურ ბუდეს, რომელსაც ჰქვია ანტირუსული განწყობები". "რუსოფობია არ არსებობს საქართველოში, არსებობს ანტირუსული განწყობები" — ასკვნის კონფლიქტოლოგი.
"ნებისმიერი მითითება და მინიშნება მოსახლეობაზე, რომ "ფობიები გაქვთ საცოდავებო, თქვენ გონს მოეგეთ, არაფერი საშიში არ არის" — ეს ასე არ არის! უმრავლესობა არის საღად მოაზროვნე ადამიანი საქართველოში და მკაფიოდ გამოკვეთილი რაციონალური შიშები აქვს რუსეთის მიმართ, რაციონალური მიუღებლობა აქვს რუსული იმპერიალიზმის მიმართ და არა ფობიები — როცა არ იცი, რატომ გეშინია რუსეთის და სხვის დაძახებაზე გამოდიხარ. ყველა ადამიანი, ვინც გამოდის რუსეთის წინააღმდეგ, ყველას მათ გააზრებული აქვს, რატომ აკეთებს ამას და ეს არ არის რუსული ენის წინააღმდეგ.
ფობია — ეს არის გაუაზრებელი, გაუთვითცნობიერებელი შიში რაღაცის მიმართ და ჩვენ ახლა, დღეს ვიმყოფებით აი ამ ტერმინის ან დაბადებაზე, ან ამ ტერმინის განადგურებაზე. და იმედია, რომ ამ გადაცემის შემდეგ დისკუსია განვითარდება საზოგადოებაში და ეს პროპაგანდისტული ტერმინი ისევე მოკვდება, როგორც მოკვდა თავის დროზე "გარეჯი საქართველოა", იმიტომ რომ აბსოლუტურად იყო უაზრობა, ხელოვნურად შემოგდებული. როგორც კი თავისი ფუნქცია შეასრულა — ასეთმა წმინდა საქმემ, "გარეჯმა" უცებ დაკარგა თავისი ფუნქცია. მილიონჯერ ჩამოვიდა მას შემდეგ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა საქართველოში, ჩვენი ხელმძღვანელობაც ჩასული იყო ბაქოში და არასდროს აღარ ულაპარაკიათ საჯაროდ, ტაბუ დაედო "გარეჯს". ანუ იყო პროპაგანდისტული ტრიუკი.
ასეთივე პროპაგანდისტული ტრიუკია "რუსოფობია" და საბოლოო ჯამში დაუბრუნდება თავის რეალურ ბუდეს, რომელსაც ჰქვია ანტირუსული განწყობები.
რუსოფობია არ არსებობს საქართველოში, არსებობს ანტირუსული განწყობები," — განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, "რუსოფობია" არ არსებობს და რუსეთის მიმართ ქართველების შიში ირაციონალური არ არის. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთი იმპერიალისტური და აგრესიული სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და უკრაინაში ომს აწარმოებს, ამიტომ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე საუბარი, სანამ ეს საკითხები არ მოგვარდება, ნაადრევია.
"მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს: როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობს.
მივმართავ მოსახლეობასა და მაყურებელს — თქვენ გაქვთ რუსეთის მიმართ სრულიად რაციონალური და არა ირაციონალური შიში. ნამდვილად გაქვთ იმის საფუძველი, რომ რუსეთი არ გიყვარდეთ, რადგან ის არის იმპერიალისტური სახელმწიფო, რომელიც თავის იმპერიალიზმს არც მალავს. აი, ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს ომი უკრაინაში და რუსეთს იმ ტერიტორიების მითვისებაც სურს, რომლებიც ჯერ არ დაუპყრია. ანუ, რუსეთი არის ბრუტალური, ბრმა და ყრუ ძალა, რომელიც არაფერს და არავის ექვემდებარება. დღეს ნამდვილად არ გვაქვს იმის დრო, რომ რუსეთთან შესაძლო კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ვილაპარაკოთ.
რუსეთში ახლა სულ მალე ჩატარდება ეგრეთ წოდებული არჩევნები და პუტინი მოიპოვებს ხელახალ, ვითომდა ეგრეთ წოდებულ ლეგიტიმაციას. და ეს ყველა ხალხი, ვინც მას ხმას მისცემს, არის გაგრძელება რუსული იმპერიალიზმის. ამიტომ, ვიდრე რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორია, ვიდრე რუსეთს აღიარებული აქვს ჩვენი ტერიტორიების ნაწილი დამოუკიდებლად, მანამდე ნებისმიერი ეასეთი შესვლები — რაც ახლა ბატონმა ირაკლიმ წარმოგვიდგინა, რომ ის ხალხია, ის მეზობლები არიან.
ვიდრე ეს საკითხი არ მოგვარდება, ორიოდე სახელმწიფოა დღეს დედამიწის ზურგზე, რომელიც აი ამ წუთში განიცდის რუსულ აგრესიას: ეს არის პირველ რიგში საქართველო და მეორე რიგში უკრაინა," — განაცხადა ზაქარეიშვილმა დებატებში.
ტერმინი "რუსოფობია" ირაკლი კობახიძემ 4 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ახსენა. კობახიძის მტკიცებით, ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა.
კობახიძემ აღნიშნულ თემას ცალკე ბრიფინგიც დაუთმო, სადაც განაცხადა, რომ "არ უნდა დავუშვათ, გლობალური ომის პარტიის და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს". პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და რუსეთში უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს, ასევე დიდია ქართული დიასპორა რუსეთში და რუსული წარმოშობის მოსახლეობა საქართველოში, რის გამოც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
შემდეგ პრემიერმა გეორგიევსკის ტრაქტატზე ისაუბრა. მისი შეფასებით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყანა რეალურად გადაარჩინა, ხოლო ერეკლე მეორეს ყველანაირი რისკი წინასწარ ჰქონდა დანახული.
კობახიძის ამ განცხადებებმა კრემლისტური პარტიის, სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერის — მამუკა ფიფიას მოწონება დაიმსახურა. ფიფიამ მოიწონა კობახიძის პოზიცია გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ და მაგალითად მოიყვანა თავისი პარტიის ორი წლის წინანდელი ინიციატივა ამ ტრაქტატის ხელახლა დადების თაობაზე.
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
-
საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ემის დაჯილდოებაზე — ნახეთ ფოტოები რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ემის დაჯილდოებაზე — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: "" როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: ""
გადახედვა
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
კომენტარები