Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
ფოტო: საქართველოს ბანკი
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისა (Best Online Product Offerings) და ზუსტი დაკრედიტების (Best in Precision Credit & Lending) მიმართულებებით. აღნიშნული აღიარება ბანკმა "მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების" (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით.
საქართველოს ბანკმა ძირითადი საბანკო პროდუქტების მართვა და აქტივაცია სრულად ციფრულ სივრცეში გადაიტანა. დღეს მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ანგარიში, შეუკვეთონ ბარათი, განათავსონ დეპოზიტი ან აიღონ სესხი ფილიალში ვიზიტის გარეშე. ამასთანავე, ბანკი აქცენტს აკეთებს პერსონალიზებულ შეთავაზებებზე: Next Best Offer ალგორითმი 150-ზე მეტ ქცევით ცვლადს აანალიზებს და მომხმარებელს ინდივიდუალურად შერჩეულ პროდუქტებს სთავაზობს.
ამასთან ერთად, ბანკმა სრულად გარდაქმნა დაკრედიტების პროცესი და ის მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ციფრულ გამოცდილებად აქცია. დღეს საცალო სესხების 89% ციფრულად გაიცემა, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების 95% სრულად ავტომატიზებულია — მათი დამტკიცება 15 წამზე ნაკლებ დროში ხდება.
2025 წელს ბანკმა წარადგინა სრულად დისტანციური იპოთეკური სესხის გაცემის პროცესიც. აღნიშნული სისტემა რეალურ დროში ახორციელებს შემოსავლების, ვალდებულებებისა და საკრედიტო ისტორიის შემოწმებას, ინტეგრირებულია საჯარო რეესტრთან, ახდენს ქონების იდენტიფიცირებას და დისტანციურად გეგმავს შეფასებას. ციფრული ეკოსისტემა ასევე მოიცავს საკრედიტო ლიმიტის ერთ წუთში დამტკიცებას და ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობას.
"ჩვენი სტრატეგია ეყრდნობა პრინციპს, რომ საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობაში მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს. სხვადასხვა ციფრული გადაწყვეტილებებით ხელს ვუწყობთ ჩვენს მომხმარებლებს დროისა და რესურსების დაზოგვაში. ამის კარგი მაგალითია ციფრული იპოთეკური დაკრედიტების შესაძლებლობა. Global Finance-ის ჯილდო გვიჩვენებს, რომ ჩვენი საცალო მომსახურების გაციფრულების ტემპი და ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებითაც გამორჩეულია", — განაცხადა გიორგი გურეშიძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით.
"ამ აღიარების მიღმა უახლესი ტექნოლოგიური არქიტექტურა და მონაცემების მართვის გამართული სისტემა დგას. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებამ დაკრედიტების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. ჩვენი მიზანია, მონაცემთა ანალიზი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ რისკების სწორი მართვისთვის და, ამავდროულად, მომხმარებელს შევთავაზოთ ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც მას კონკრეტულ მომენტში სჭირდება", — განაცხადა დავით დავითაშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით.
Global Finance-ი, რომელიც 1987 წელს დაარსდა, 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. გამოცემა რეგულარულად ასახელებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.
-
გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა მისი ევროპული გზის დაცვაში გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა მისი ევროპული გზის დაცვაში
გადახედვა
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
კომენტარები