ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
ფოტო: GettY
მრავალი ჯილდოს მფლობელ ტეილორ სვიფტს ახალი პატივი ერგო — ავსტრალიაში ახლახან აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერების რამდენიმე სახეობას მომღერლის სახელი დაარქვეს.
მწერები კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს და 12 ახალი სახეობის შესახებ სტატია სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს. მწერების ერთ-ერთ გვარს სვიფტიფილუსი (Swiftiephylus) უწოდეს. დასახელება ორი ნაწილისგან შედგება: Swiftie — ასე ეძახიან ტეილორ სვიფტის ფანებს და Phylus — სიტყვა, რომელიც ამ ჯგუფის მწერების სახელებში ხშირად გამოიყენება.
მწერების ოთხ ახალ სახეობას სახელი თავად მომღერლისა და მისი ცნობილი ალბომების შთაგონებით დაარქვეს: ესენია Swiftiephylus taylorae, Swiftiephylus amator, Swiftiephylus intrepidus და Swiftiephylus poetorum, რაც ტეილორის სახელისა და მისი პოპულარული ალბომების (Lover, Fearless და Poets) ლათინური თარგმანია.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, აღმოჩენილი მწერები ძირითადად ავსტრალიურ ხეებსა და ბუჩქებზე ბინადრობენ. როგორც წესი, მწერები მთელ თავიანთ სიცოცხლეს — კვერცხიდან გამოჩეკით დაწყებული, გამრავლებით დამთავრებული — მხოლოდ ერთ კონკრეტულ მცენარეზე ატარებენ.
მწერებისთვის ტეილორ სვიფტის სახელის დარქმევა უნივერსიტეტის დოქტორანტმა, სარა შრედერმა გადაწყვიტა. მას იმედი აქვს, რომ მომღერლის პოპულარობა საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს და ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას როგორც კონკრეტულად ამ მწერების გადარჩენის, ისე, ზოგადად, ბუნების დაცვის შესახებ.
ფოტო: Sarah Schroeder / UCR
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შრედერმა ახალ მწერებს სვიფტის სახელი დაარქვა, მათი გარეგნობაა. დოქტორანტის თქმით, კრემისფერი და წითელი შეფერილობა მწერებს მცენარეების ყვავილებს შორის შენიღბვაში ეხმარება. მსგავსი ფერები ამავე მცენარეებზე მცხოვრებ სხვა, შორეულად მონათესავე მწერებშიც შეიმჩნევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შენიღბვის ეს ფორმა შესაძლოა ევოლუციის პროცესში რამდენჯერმე, დამოუკიდებლად წარმოქმნილიყო.
"ტეილორ სვიფტის სავიზიტო ბარათი მისი ქერა თმა და წითელი ტუჩებია. ეს მწერებიც ღია ყვითელი ფერის არიან და წითელი აქცენტები დაჰკრავთ. ამიტომ, სამეცნიერო ნაშრომში მე მათ 'ქერებადაც' კი მოვიხსენიებ", — აღნიშნავს შრედერი.
კალიფორნიის უნივერსიტეტის განმარტებით, ახლად აღმოჩენილი მწერები არც ადამიანებისთვის და არც ცხოველებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ისინი Miridae-ს — მცენარიჭამია ბაღლინჯოების ოჯახს მიეკუთვნებიან, რომელიც მსოფლიოში 11 000-ზე მეტ სახეობას ითვლის.
მიუხედავად იმისა, რომ მწერები მეცნიერებისთვის ახალი აღმოჩენაა, თავად ნიმუშები ოფიციალურ აღწერას ათწლეულების განმავლობაში ელოდა. ნიმუშები ჯერ კიდევ 1995-2004 წლებში შეაგროვეს ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმისა და ავსტრალიელი მეცნიერების ერთობლივი მასშტაბური ექსპედიციის დროს. ამ ექსპედიციის ფარგლებში 50 000-ზე მეტი სხვადასხვა ნიმუში მოიპოვეს, რომელთა დახარისხებას, დეტალურ შესწავლასა და კლასიფიკაციას წლები დასჭირდა.
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
კომენტარები