პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია. მამისეიშვილის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ პარლამენტის 12-მა წევრმა მისცა ხმა.
აღსანიშნავია, რომ 2027 წლის 30 აპრილიდან უზენაეს სასამართლოში ერთი ადგილი თავისუფლდება — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს, მაია ვაჩაძეს საპენსიო ასაკი უსრულდება. შესაბამისად, მას მამისეიშვილი ჩაანაცვლებს.
პარლამენტმა მამისეიშვილს 14 სექტემბერს მოუსმინა. გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის წევრებმა მამისეიშვილს აშშ-ს მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე, შეკრება-მანიფესტაციების კანონში ცვლილებებზე, სასამართლოდ დამოუკიდებლობაზე და მზია ამაღლობელის საქმეზე კითხვები დაუსვეს.
მამისეიშვილმა დასმული კითხვებიდან მხოლოდ ორ საკითხს უპასუხა. მისი აზრით, შეკრება-მანიფესტაციის კანონის დარღვევისთვის განკუთვნილი სანქციები პროპორციულია და დასძინა "თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციოს".
"ამ კატეგორიის საქმეებზე მე პირადად, მართალია, საქმე განხილული არ მაქვს, მაგრამ ვინაიდან ვიცით, რომ საქართველოში არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციოს.
მიმაჩნია, რომ [სანქციები] პროპორციულია. თავისუფლების აღკვეთა დაუყოვნებლივ არ ხდება. თავისუფლების აღკვეთა ხდება იმ შემთხვევაში... პარლამენტმა განსაზღვრა კონკრეტული მოქმედება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიაჩნია, შემდეგ მიაჩნია სისხლის სამართლის დანაშაულად.
თუკი კონკრეტულ პირს მიაჩნია, რომ ეს ქმედება, რომელიც პარლამენტმა სისხლის სამართლის დასჯად ქმედებად შემოიტანა, კონსტიტუციური არ არის, მან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს ან არჩევნები მოიგოს 4 წლის შემდეგ, უმრავლესობით მოვიდეს და "სისხლის სამართლის კოდექსსა" და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილება შეიტანოს.
მე, როგორც მოსამართლეს, მიმაჩნია, რომ როდესაც პირი ერთხელ გაფრთხილებული იყო, რომ კონკრეტული მოქმედება დარღვევაა და ამ მოქმედების მეორედ ან მესამედ განმეორების გამო შესაძლოა, დაექვემდებაროს სისხლის სამართლებრივ დევნას..." — განაცხადა დავით მამისეიშვილმა [პუბლიკა].
მამისეიშვილს აზრით, აშშ-ს და ბრიტანეთს "ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო არ აწყობს" და სანქციები სასამართლოს დისკრედიტაციას ემსახურება. მან ასევე დასძინა, რომ "დღეს ქართული სასამართლო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს".
"რაც შეეხება ამერიკელების ან ბრიტანელების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მიზნით განხორციელდა, ვინაიდან არც ერთს და არც მეორეს არ აწყობს ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო. იქიდან გამომდინარე, რომ თუკი მათ ექნებათ შესაბამისი ბერკეტები, მათთვის სასურველი შესაძლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, ეს მათთვის მისაღები იქნებოდა.
დღეს ქართული სასამართლო არის დამოუკიდებელი, როგორც არასოდეს. მოსამართლეებს საქართველოში გააჩნიათ შესაბამისი გარანტიები. შეუძლებელია დღეს ერთ მოსამართლეს მოკიდო ხელი ფოთის სასამართლოდან და გადაიყვანო თბილისის საქალაქო სასამართლოში. შეუძლებელია დღეს მოსამართლე რაიმე ნიშნით სასამართლოდან ვინმემ გაათავისუფლოს. ჩვენ, მოსამართლეები, ყველანი ვაგებთ პასუხს ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. არც ერთი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება კოლექტიურ პასუხისმგებლობად იქნეს გათვალისწინებული, ვინაიდან ყველა თვითონ აფასებს მტკიცებულებას, ყველა თვითონ იღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას — პირი დამნაშავე არის, პირი არის უდანაშაულო..." — განაცხადა მან.
დავით მამისეიშვილს იურიდიულ სფეროში მუშაობის 25-წლიანი, ხოლო უშუალოდ მოსამართლეობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხელვაჩაურისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებს თავმჯდომარის პოსტზე, 2017 წლიდან კი თანამდებობაზე უვადოდ არის გამწესებული. 2021 წლიდან მან მოღვაწეობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა, სადაც სხვადასხვა დროს სისხლის, საგამოძიებო და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს.
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
-
საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ემის დაჯილდოებაზე — ნახეთ ფოტოები რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ემის დაჯილდოებაზე — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: "" როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: ""
გადახედვა
კომენტარები