რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
"ჩვენი მთავრობის საგანმანათლებლო გუნდმა, დარგის სპეციალისტებსა და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, კოლოსალური სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ახალი სახელმძღვანელოები ბავშვების სამომავლო საჭიროებებს მორგებოდა", — ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი სახელმძღვანელოები "შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მიცემაზე, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული, ეროვნული ღირებულებების დამფასებელი მოქალაქის აღზრდაზე".
"ფუნდამენტურად შეიცვალა მეთოდოლოგია - ახალი სახელმძღვანელოები ისე არის შედგენილი, რომ მოსწავლე აღარ იყოს მხოლოდ მსმენელი, სწავლების პროცესში ჩაერთოს და გახდეს მისი შემოქმედი. ჩვენი მთავრობის საგანმანათლებლო გუნდმა, დარგის სპეციალისტებსა და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, კოლოსალური სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ახალი სახელმძღვანელოები ბავშვების სამომავლო საჭიროებებს მორგებოდა", — განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისი შეფასებით, ყველა ის ღირებულება, რომელსაც სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი ეფუძნება, შესანიშნავად არის გადმოცემული მეშვიდე და მეცხრე კლასების სახელმძღვანელოების ფურცლებზე - "მამული, ენა, სარწმუნოება" და "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი".
ცნობისთვის, წელს სკოლებში დაიწყო "ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის" დანერგვა, რაც თითოეულ კლასსა და საგანში თითო სახელმძღვანელოს გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს. რამდენიმე კლასში რამდენიმე საგნის ახალი სახელმძღვანელოები ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა და როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლები ვალდებული არიან სწორედ განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული სახელმძღვანელო გამოიყენონ.
გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება "ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს".
აღსანიშნავია, რომ ახალი სახელმძღვანელოების ნახვა მასწავლებლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეძლეს, რასაც მათი ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. საკითხს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ვინც ასე გეგმავს და ახორციელებს "რეფორმას", წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა, რას ნიშნავს რესურსების შერჩევა, სახელმძღვანელოების გამოყენება და ა.შ".
"სახელმძღვანელოები შეცვალეს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასებში, მაგრამ ისინი მასწავლებლებს ჯერ ნანახი არ აქვთ. მხოლოდ გუშინ, 12 სექტემბერს დადეს სახელმძღვანელოები ონლაინ და ისიც მხოლოდ მათი პირველი ნაწილი.
აი, ვინც ასე გეგმავს და ახორციელებს "რეფორმას", წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს მასწავლებლობა, რას ნიშნავს რესურსების შერჩევა, სახელმძღვანელოების გამოყენება და ა.შ
სამარცხვინოა ტყუილი, რომ თურმე ნაწილ-ნაწილ იმიტომ კი არ აქვეყნებენ, რომ ეს პროცესი ასე დაგვიანებულია, არამედ თურმე მოსწავლეებს რომ ჩანთები შეუმსუბუქონ, აი ამიტომ.
ცალკე საკითხია ის, რომ აწი ამ კლასებში აღარ იარსებებს ალტერნატიული სახელმძღვანელოები, აღარ ეკითხებიან არაფერს გამომცემლობებს, არავინ იცის როგორ შეირჩნენ სახელმძღვანელოების ავტორები...
თუმცა როგორ არ ვიცით, ისტორიის სახელმძღვანელოების მთავარი ავტორები გიორგი სოსიაშვილი, ოცნების დეპუტატი, გიორგი კალანდია - ოცნების პროპაგანდისტი, თსუ-ს რექტორი და პროფესორები არიან, რომლებიც ოცნების პოლიტიკაზე არაფერს საჯაროდ კრიტიკულად არ ამბობენ. არადა განათლების მიმართულება დაუხურა ოცნებამ თსუ-ს, რომელიც ჯერ კიდევ დიმიტრი უზნაძის პერიოდიდან ფუნქციონირებს.
ასე უცებ დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა. ეს ის დროა, როდესაც მასწავლებელსაც რეალურად არც არაფრად აგდებენ, როცა უნდათ მაშინ აძლევენ სახელმძღვანელოებს და თან სადღეგრძელოებით ელაპარაკებიან მათ გმირობასა და პატრიოტიზმზე", — დაწერა სიმონ ჯანაშიამ რამდენიმე დღის წინ.
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
-
საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ემის დაჯილდოებაზე — ნახეთ ფოტოები რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ემის დაჯილდოებაზე — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: "" როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: ""
გადახედვა
კომენტარები