შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი არასრულწლოვანი დააკავეს. არასრულწლოვანი პირობითი მსჯავრის ქვეშ არის.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ახალციხეში 9 ავტომობილი და სილამაზის სალონი გაქურდა, ხოლო ერთ სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.