რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
აშშ-სგან სანქცირებული რუსი მილიარდერი კონსტანტინ მალოფეევი, რომელიც უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების დაფინანსებასა და მხარდაჭერაშია მხილებული აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება "რუსოფობიის საფუძვლიანად აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ყველაზე სასიამოვნო და გონივრული სიტყვებია, რომლებიც XXI საუკუნეში თბილისიდან გაჟღერებულა". მისივე თქმით, საქართველო სომხეთისგან განსხვავებით "პოლიტიკურ რეალიზმს ირჩევს და სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი სიბრძნე".
"საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "რუსოფობიის საფუძვლიანად აღმოფხვრას" აპირებს. ეს ყველაზე სასიამოვნო და გონივრული სიტყვებია, რომლებიც XXI საუკუნეში თბილისიდან გაჟღერებულა.
ამ დროს, როდესაც მეზობელი სომხეთი საკუთარ თავს ღალატობს, საქართველო პოლიტიკურ რეალიზმს ირჩევს. სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი სიბრძნე.
ისტორია ციკლურია. XVIII საუკუნის ბოლოს დღევანდელი ქართველი პრემიერმინისტრის დიდმა მოსახელე — მეფე ერეკლე II-მ — გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა. ქართველმა პატრიოტებმა საკუთარი მიწა და მისი უძველესი, ღვთისმოშიში ხალხი ფიზიკური განადგურებისგან იხსნეს და ერთადერთი სწორი არჩევანი გააკეთეს.
დიახ, რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და კვლავაც არსებობს რთული პოსტსაბჭოთა უთანხმოებები. მაგრამ თავად ღმერთმა განსაზღვრა, რომ ჩვენს ხალხებს ერთად ეარსებათ. ჩვენ გვაერთიანებს წმინდა მართლმადიდებლობა და ორსაუკუნოვანი კავშირი.
დღეს, ისევე როგორც საუკუნენახევრის წინ, ჩვენ საერთო მტერი გვყავს. ამჯერად ეს არის გლობალისტური დასავლეთი, რომელსაც ჩვენი ხალხების საერთო რწმენის, ტრადიციებისა და იდენტობის დანგრევა მოაქვს. ძმური კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა საქართველოსა და რუსეთისთვის ერთადერთი სწორი გზაა — გზა, რომელიც მეფე ერეკლე II-მ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საქართველოს ეკლესიის მიერ მარადიულად ხსენებულმა ილია II-მ დაგვიტოვეს”, — წერს მალოფეები ტელეგრამზე.
შეგახსენებთ, რომ ტერმინი "რუსოფობია" ირაკლი კობახიძემ 4 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ახსენა. კობახიძის მტკიცებით, ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა.
კობახიძემ აღნიშნულ თემას ცალკე ბრიფინგიც დაუთმო, სადაც განაცხადა, რომ "არ უნდა დავუშვათ, გლობალური ომის პარტიის და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს". პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და რუსეთში უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს, ასევე დიდია ქართული დიასპორა რუსეთში და რუსული წარმოშობის მოსახლეობა საქართველოში, რის გამოც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
-
Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
-
თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ
გადახედვა
-
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
-
კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს
გადახედვა
-
კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? — Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? — Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა
-
თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
გადახედვა
-
ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს" ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს"
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს
გადახედვა
კომენტარები