ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
ევროკავშირი მალე წარადგენს სამოქმედო გეგმას იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს, სტრასბურგში, ყოველწლიური მოხსენების — "ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ" მიმართვისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტს ამ კონტექსტში საქართველო არ უხსენებია.
ფონ დერ ლაიენს მომავალი დოკუმენტების შინაარსი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წესები არ შეიცვლება: თითოეული ქვეყანა კვლავ საკუთარი პროგრესისა და დამსახურების მიხედვით შეფასდება, ხოლო ევროპული ღირებულებების დაცვა გაწევრიანების აუცილებელ პირობად დარჩება.
"ჩვენ რწმენა უნდა შევქმნათ იმისა, რომ ევროპელები, ერთმანეთს გვერდით ყოველთვის დავუდგებით. საკმარისია ჩვენს საზღვრებს მიღმა გავიხედოთ და დავინახავთ, რომ ეს ევროპული იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია. საკმარისია, უკრაინასა და მოლდოვას შევხედოთ. შევხედოთ დასავლეთ ბალკანეთს. საკმარისია ყველა იმ ქვეყანას შევხედოთ, რომლებიც ჩვენს კავშირთან ახლოს არიან და რადგან მათი მომავალი ჩვენს კავშირშია, ჩვენ მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს", – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
2026 წლის ივნისში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეთანხმდნენ, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნებოდა. ევროკომისიამ ამას გაფართოების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია მკვეთრად განსხვავებულია. ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო შეჩერდა". ევროკავშირი ამასთან აცხადებს, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუ ხელისუფლება არსებულ კურსს შეცვლის.
2026 წლის ივნისში ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის შემდგომი ჩართულობა უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, შეცვლის თუ არა ხელისუფლება მის მიერ შეფასებულ "ანტიევროპულ კურსს" და განახორციელებს თუ არა დემოკრატიულ რეფორმებს.
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
-
Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
-
თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ
გადახედვა
-
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
-
კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს
გადახედვა
-
კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? — Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? — Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა
-
თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
გადახედვა
-
ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს" ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს"
გადახედვა
კომენტარები