ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (Coreper) 16 სექტემბრის სხდომაზე რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე ორიენტირებული ახალი სანქციების პაკეტის წინადადება წარადგინა, რომელიც 1 576 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სია, რომელიც ოდესმე დამატებია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმს (აღნიშნული რეჟიმი 2014 წელს, ომის დაწყებიდან მოქმედებს).

შემოთავაზებული სიის განხილვის შემდეგი ეტაპი ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის ტექნიკური შემოწმება იქნება. ამის შემდეგ წინადადება შემდგომი დამტკიცებისთვის კვლავ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს დაუბრუნდება.