DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
ოკუპირებულს სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფინანსური "მხარდაჭერის" ახალ ეტაპს იწყებს. დაფინანსების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) აქვეყნებს.
მათი ცნობით, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს ბოლო ვიზიტისას გამოცხადებული ინიციატივები მოიცავს დაფინანსებას გზებისთვის, განათლებისთვის, ჯანდაცვისთვის, კულტურისა და სამოქალაქო სექტორისთვის, ასევე ტურიზმისა და მრეწველობის განვითარებას. ერთი შეხედვით, თითქოს ეს კვლავ წინა წლების პოლიტიკის გაგრძელებაა, თუმცა, ბოლო პროგრამების შედარება აჩვენებს, რომ პრიორიტეტები თანდათან იცვლება: თუ წინა წლებში მთავარი აქცენტი მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე კეთდებოდა, ახლა უფრო დიდი ყურადღება სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს, მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს და ლოიალობის განმტკიცების მიმართულებებს ექცევა.
რა შეიცვალა "დახმარებაში" და რა იგეგმება?
ახალი პაკეტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისთვის დამატებით 1,4 მლრდ რუბლი ($16 მლნ) გამოიყო. ცალკე გამოცხადდა კიდევ 500 მლნ რუბლის ($5.7 მლნ) გამოყოფა გზების განვითარებისა და აღდგენისთვის.
წინა წლებისგან განსხვავებით, ახალი ინიციატივების მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ მოსახლეობაზეა გათვლილი. თითოეულ ოჯახს თითო მოსწავლეზე 1 სექტემბრისთვის 10 000 რუბლი (120 აშშ დოლარი) გადაეცემა. ამასთანავე დაფინანსდება დაწყებითი კლასების მოსწავლეების კვება და იგეგმება ახალი სამედიცინო აპარატურისა და სასწრაფოს მანქანების შემოყვანა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რუსეთის გაზიფიკაციის პროგრამაში ჩართვა. გზებისთვის გამოყოფილი 500 მლნ რუბლი ($5.7 მლნ) კი ცალკე ინფრასტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს. კულტურისა და სამოქალაქო სექტორისთვის გათვალისწინებულია 200 მლნ რუბლის ($2 300 000) საგრანტო პროგრამა, საიდანაც 100 მლნ სწორედ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან წარმოდგენილ პროექტებზე უნდა მიიმართოს. ასევე იგეგმება დაახლოებით 100 მლნ რუბლის ($1 100 000) დახარჯვა ახალგაზრდული ცენტრის შესაქმნელად.
ეკონომიკური მიმართულებით გეგმები მოიცავს ახალი ტრიკოტაჟის საწარმოს, სასტუმროს მშენებლობას ცხინვალში, მთიან რაიონებში მინი-სასტუმროებისა და გლემპინგების განვითარებას. პარალელურად, 2026–2030 წლების პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინვესტიციური პროექტების შეღავათიანი დაკრედიტებისთვის შერჩევა.
ბოლო წლებში რუსული დაფინანსების მიმართულებები
რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო ომის შემდგომი ინფრასტრუქტურის აღდგენასთან.
2020–2022 წლების საინვესტიციო პროგრამისთვის რუსეთმა 4,5 მლრდ რუბლი ($53 მლნ) გამოყო. პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული იყო გზები, ხიდები, საინჟინრო ინფრასტრუქტურა და სხვა კაპიტალური პროექტები.
შემდეგ, 2023–2025 წლების საინვესტიციო პროგრამის მოცულობამ 3 587 მლრდ რუბლი შეადგინა. ამ პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა. მათ შორის იყო გზები, ქუჩების კეთილმოწყობა, ხიდები, საცხოვრებელი და სოციალური ობიექტები. პროგრამაში 46 ღონისძიება შედიოდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი წინა პროგრამებიდან გადმოსული პროექტები იყო.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფინანსური ჩართულობის მთავარი მოდელი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ინფრასტრუქტურას ხმარდებოდა. ამის მთავარი მიზეზი სავარაუდოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენებასა და მოწესრიგებას ეხებოდა. კრემლი მუდმივად ცდილობს გაზარდოს ცხინვალის თავდაცვისუნარიანობა მათი სამხედრო შენაერთებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებით. ეს მარტივად შესამჩნევია ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ.საზღვრებთან განთავსებული სამხედრო ობიექტების სიმრავლით.
ახალი პროგრამები და ახალი ამოცანები
ცვლილება განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს 2026–2030 წლების სახელმწიფო პროგრამაში. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დამტკიცებული პროგრამის პროექტი პირდაპირ საუბრობს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, არამედ საკუთარი შემოსავლების ზრდაზე, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, ტურიზმზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე. პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიზნად კი "აღდგენითი პოლიტიკიდან" უფრო მდგრად განვითარებაზე გადასვლაა დასახელებული.
ამიტომ მხოლოდ 2026 წლის ახალი 1,4 მლრდ რუბლის ცალკე აღება შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს: პარალელურად მოქმედებს უფრო ფართო 2026–2030 წლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და ბიზნესის მხარდაჭერა ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
თუ მხოლოდ ბოლო ორი სამწლიანი საინვესტიციო პროგრამის მთლიან მოცულობას შევადარებთ, შემცირება აშკარაა.
2020–2022 წლებში — 4,5 მლრდ რუბლი ($53,54 მლნ)
2023–2025 წლებში — 3,587 მლრდ რუბლი ($42.68 მლრდ)
ეს არის დაახლოებით 913 მლნ რუბლით ($10,86 მლნ), ანუ 20,3%-ით ნაკლები წინა სამწლიან პროგრამასთან შედარებით.
წლიური საშუალო მაჩვენებელიც მცირდება: 2020–2022 წლების პროგრამაში საშუალოდ დაახლოებით 1,5 მლრდ რუბლი წელიწადში მოდიოდა, 2023–2025 წლებში კი — დაახლოებით 1,2 მლრდ რუბლი.
რატომ გახდა მოსახლეობაზე "ზრუნვა" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახლა?
DRI-ის განმარტებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვისთვის ფინანსური რესურსების განაწილება უფრო რთულ გარემოში ხდება. ამ პირობებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის დახმარების შემცირების ან შეფერხების ნებისმიერი ნიშანი ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილების გაჩენის რისკს ზრდის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რესპუბლიკის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთის ფინანსურ მხარდაჭერაზე.
ამ კუთხით სოციალური პროგრამების გაძლიერებას შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფუნქციაც.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ მიდგომას კიდევ ერთი დატვირთვა აქვს: მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ კონტროლირებად და ფინანსურად დამოკიდებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური პრობლემები არ გადაიზარდოს ფართო სოციალურ უკმაყოფილებაში. სწორედ ამიტომ ახალი პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა არა 500-მილიონიანი გზების პროგრამა, არამედ ის გაცილებით ნაკლებად თვალსაჩინო დახმარება იყოს, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად სკოლაში, საავადმყოფოში, ოჯახურ ბიუჯეტში ან სამუშაო ადგილზე გრძნობს. ამასთანავე არსებული პროექტები, კიდევ ერთი საშიში ნიშანია ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო ანექსიისკენ სწრაფვის.
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები)
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
-
Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
-
თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ
გადახედვა
-
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
კომენტარები