სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროს თამაზ ბორაშვილს მოადგილეების შემადგენლობა განუახლდა — შესაბამისი ბრძანებები საქართველოს მთავრობამ 16 სექტემბრით გამოსცა. ორივე მოადგილე უწყებაში უკვე მუშაობდა და მათი კარიერა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც უკავშირდება.

16 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებით, გიორგი ბახუაშვილი სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ის 2026 წლის ივლისიდან უკვე იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მანამდე კი, 2026 წლის ივნისში, შს მინისტრის მოადგილედ იყო დანიშნული. წლების განმავლობაში ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვაში მუშაობდა.

ამავე დღით დათარიღებული ბრძანებით, მარიამ ტაბატაძე კვლავ სუს-ის უფროსის მოადგილედ დამტკიცდა. ის ამ პოსტს 2026 წლის მაისიდან იკავებდა, როცა გეკა გელაძემ იგი შსს-დან სუს-ში გადაიყვანა. მანამდე კი შს მინისტრის მოადგილე იყო.

უცნობია, ინარჩუნებს თუ არა პოსტს ალექსანდრე მაისურაძე, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილედ 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის პოსტიდან გეკა გელაძის გადადგომის შემდეგ, უწყების ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი გახდა, ხოლო პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.