ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპული ინსტიტუტები მიკერძოებაში დაადანაშაულა. მან ამის შესახებ 15 სექტემბერს ბაქოში, მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ალიევმა სომხეთთან 30-წლიან კონფლიქტზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის საბჭო მიკერძოებულად იღებდა აზერბაიჯანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს.
"30 წლის განმავლობაში ყველა ევროპულ ორგანიზაციაში ვაჟღერებდით ჩვენს ხმას და ვცდილობდით, სიმართლე მიგვეტანა მათამდე. პირადად მე, ჯერ კიდევ 2001 წელს, როდესაც აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი გახდა, მილი მეჯლისის დეპუტატი ვიყავი და აზერბაიჯანის დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. როდესაც ჩვენი დელეგაცია იქ ჩავიდა, პირველი საკითხი, რომელიც დავაყენეთ, იყო მოთხოვნა, რომ ამ უსამართლობისთვის ბოლო მოეღოთ.
რას ვითხოვდით? არ ვითხოვდით, რომ ევროპის საბჭო წასულიყო და სომხეთის წინააღმდეგ ებრძოლა. ვითხოვდით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას — აგრესორს აგრესორი დარქმეოდა. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ფაქტობრივად, პოლიტიკურ შეფასებას ნიშნავს. ამის გაკეთება არ ისურვეს. პოლიტიკური შეფასება არ გაკეთებულა. პირიქით, ცილს გვწამებდნენ და ჩვენს რეპუტაციას ლახავდნენ. ეს დღესაც გრძელდება.
შეხედეთ, ახლა, როდესაც აზერბაიჯანი ძლიერდება და სრულად ახდენს საკუთარი პოტენციალის მობილიზებას, მის წინააღმდეგ კვლავ მიმდინარეობს ბინძური კამპანია დასავლურ მედიაში. ანუ ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას — ყოველდღიურად ქვეყნდება სტატიები, რომლებიც აზერბაიჯანის შესახებ სიცრუეს, ცილისწამებასა და შეურაცხმყოფელ ბრალდებებს შეიცავს.
ევროპის საბჭოს სომხეთისთვის სანქციები არ დაუწესებია. მაგრამ როდესაც 2023 წლის სექტემბერში ყარაბაღი სრულად გავათავისუფლეთ, სეპარატიზმი აღმოვფხვერით და სეპარატისტები დავაკავეთ, სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ ევროპის საბჭომ სანქციები ჩვენ დაგვიწესა. შეხედეთ, ეს მათი ნამდვილი სახეა.
ევროპარლამენტი კორუმპირებული ფიგურების ბუდეა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ევროპარლამენტი კორუმპირებული ფიგურების ბუდეა. მისი ვიცე-პრეზიდენტის სახლში მილიონობით დოლარი ნაღდი ფული აღმოაჩინეს, შემდეგ კი მთელი ეს საქმე ისე მიჩქმალეს, თითქოს არაფერი მომხდარა. მისი სახელი ცნობილია — ის ევროპარლამენტის ბერძენი წევრია. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ? მის წინააღმდეგ რაიმე ზომა მიიღეს? არა. პასუხისგებაში მისცეს? არა. გაათავისუფლეს. შეხედეთ, ევროპარლამენტი სწორედ ასეთი ისლამოფობებისგან შედგება და ეს საკითხი მუდმივი ყურადღების ცენტრში უნდა დარჩეს.
ჩვენი რელიგიისა და ისლამური სამყაროს წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს, ხოლო ისლამოფობია ამ ომის მხოლოდ მცირე ნაწილია. მუსლიმური სამყაროს დისკრედიტაცია, მისი იმიჯის შელახვა, ტერორიზმთან გაიგივება და ჩვენი ღირებულებებისა და წმინდა ყურანის შეურაცხყოფა — როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი შემთხვევით ხდება? არა. ეს მიზანმიმართული და გააზრებული პოლიტიკაა", — განაცხადა ილჰამ ალიევმა.
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
კომენტარები