ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
ფოტო: ბაზისბანკი
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე — 12 ყოველწლიური ღონისძიების - ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, ბაზისბანკს საქართველოში "ლიდერი პარტნიორი ბანკის" ჯილდო გადაეცა.
აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს, ADB — ის მიერ საქართველოში ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ბანკის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობის აღიარებას. შეფასების კრიტერიუმი ეფუძნება ADB-ის TSCFP-ის ფარგლებში ბანკის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობასა და მოცულობას.
"ლიდერი პარტნიორი ბანკის" ჯილდოს მიღება ადასტურებს ბაზისბანკის მდგრად პოზიციებს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით, ბანკის მაღალ სანდოობას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და მის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
"ბაზისბანკის აღიარება საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად, ასახავს ჩვენი თანამშრომლობის სიმტკიცესა და სტაბილურობას ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. ბაზისბანკი აქტიური და სანდო პარტნიორია საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის სავაჭრო დაფინანსების მიწოდების მიმართულებით. იგი მხარს უჭერს ბაზარზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ადგილობრივი კომპანიების დაკავშირებას საერთაშორისო ბაზრებთან. ვულოცავთ ბაზისბანკს ამ მიღწევას და ვიმედოვნებთ ჩვენი პარტნიორობის შემდგომ გაფართოებას მომავალ წლებში მდგრადი სავაჭრო ზრდის მხარდასაჭერად", — სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის "ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის" ხელმძღვანელი.
"ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკისგან "საქართველოში ლიდერი პარტნიორი ბანკის" ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ასახავს იმ ხელშესახებ პროგრესს, რომელსაც ბაზისბანკმა საკუთარი სტრატეგიის განხორციელების პროცესში მიაღწია — სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობების გაფართოებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული კლიენტების მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით. ADB — სთან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, ქართულ ბიზნესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტები შევთავაზოთ და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნესების საქმიანობის წარმართვის გამარტივებას საერთაშორისო ბაზრებზე. მადლობას ვუხდით ADB — ს ამ ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და კვლავაც განვაგრძობთ ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას, რათა უკეთ ვემსახუროთ კლიენტებს და წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში", — ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
ADB-ს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად აჯილდოებს პარტნიორ ბანკებს, რომელთაც ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონული და საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების პროცესში.
ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000 — ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
2026 წლის 7 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.1 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 7 თვის წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს? მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები