"ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე თბილისის 21-ე საჯარო სკოლის დანგრევის საკითხს ეხმაურება.
მიქანაძის ვერსიით, განათლების უწყებამ შენობის ავარიულობაზე სამხარაულის დასკვნა გუშინ, 17 სექტემბერს მიიღო და მათ მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. სკოლას ექსპერტიზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ჩაუტარდა და აღნიშნული უწყებაა პასუხისმგებელი ამ სკოლის რეაბილიტაციაზე.
მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება უალტერნატივოა და "ვერც ერთი ბავშვის და პედაგოგის სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ".
"21-ე სკოლასთან დაკავშირებით სიტუაცია არის შემდეგი: პირველ რიგში გეტყვით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზა მუშაობს სარეაბილიტაციო სკოლებთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნების მომზადებაზე.
ჩვენ სამინისტროში ეს დასკვნა მივიღეთ გუშინ დღის მეორე ნახევარში, რის საფუძველზეც სწორედ მყისიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ბავშვების და სასკოლო პერსონალის, მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ვერცერთი ბავშვის, ვერცერთი პედაგოგის, ვერცერთი იქ დასაქმებული ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ," — განაცხადა მიქანაძემ.
ჟურნალისტების განმეორებით კითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა სკოლის რეაბილიტაცია სწავლის დაწყებიდან მეორე დღეს, მიქანაძემ კვლავ გაიმეორა, რომ განათლების სამინისტრო ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა. მინისტრის განცხადებით, სწავლის უწყვეტობა სრულიად უზრუნველყოფილი იქნება.
"კიდევ ერთხელ გეუბნებით, გუშინ შემოვიდა დასკვნა, ჩვენი მხრიდან იყო მყისიერი რეაგირება და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ამ სკოლაში ვერ გაგრძელდება, სწავლის უწყვეტობა იქნება სრულად უზრუნველყოფილი.
ჩვენ უახლოეს დღეებში შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას, თუ სხვა ალტერნატიულ სივრცეში სკოლა როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას. მაგრამ გეტყვით, რომ სწავლის უწყვეტობა იქნება უზრუნველყოფილი და ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რომ ეს პროცესი ჩვეულებრივ კონტექსტში განახლდეს.
ამავდროულად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს დღეებში განახორციელებს და წარადგენს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ განხორციელდება 21-ე სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი.
ხაზგასმით ვამბობ და ეს შეგიძლიათ ძალიან მარტივად გადაამოწმოთ: 17 სექტემბერს შემოვიდა დასკვნა ოფიციალურად სამინისტროში და მყისიერად მთელმა გუნდმა იმუშავა იმისთვის, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება არის ერთი: უალტერნატივოა, რომ ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ," — განაცხადა მიქანაძემ.
დღეს დილიდან, თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს მიიღეს.
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
-
რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე? რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე?
გადახედვა
-
"ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე "ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
გადახედვა
-
ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს
გადახედვა
-
კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს
გადახედვა
-
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე "სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
გადახედვა
-
სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა
გადახედვა
-
სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო
-
შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს
გადახედვა
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
გადახედვა
-
"ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს "ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას "გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
გადახედვა
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
კომენტარები