"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
ფოტო: news.on.ge
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განმარტება სკოლის დირექტორმა შორენა ბუნტურმა გააკეთა. მისი თქმით, გუშინ დღის მეორე ნახევარში გახდა სკოლისთვის ცნობილი, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და სწავლა უნდა შეჩერებულიყო. დირექტორის განმარტებით, სხვა გზა არ იყო, ამიტომაც იძულებული გახდნენ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ.
"გუშინ, დღის მეორე ნახევარში გახდა სკოლისთვის ცნობილი, რომ შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში და სწავლა უნდა შემეჩერებინა. ანუ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მაღალი ხარისხი მიენიჭა და ვერ გავაგრძელებდით სწავლას.
და დღეს შევხვდით განათლების სამინისტროს წარმომადგენელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და მათ ისაუბრეს, რომ ვინაიდან ასეთი ხარისხის დასკვნა წერია სამხარაულის დასკვნაში, სხვაანაირად ვერ ვიმოქმედებდით ბავშვების სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. დრო იყო იმდენად ცოტა, რომ ვერ მოიძებნა ალტერნატიული გზა და გამოსავალი", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მისივე თქმით, რადგან სასკოლო საზოგადოებისთვის ონლაინსწავლა მიუღებელია, სკოლაში სასწავლო პროცესი 1 კვირით იქნება შეჩერებული, რა პერიოდშიც მოიძიებენ ალტერნატიულ ფართებს, ხოლო გაცდენილის აღდგენა შაბათის ან ორკვირიანი გახანგრძლივებული სწავლის ხარჯზე მოხდება.
"ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად მოიძებნება ისეთი გამოსავალი, რომ სასკოლო საზოგადოება კმაყოფილი იყო.... ისიც კი შემოგვთავაზეს, რომ თუ თქვენც მოიძიებთ ალტერნატიულ შენობას, გვითხარით, ვითანამშრომლებთ, გაგეხმარებით..." , — განაცხადა დირექტორმა.
21-ე საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბუნტური ასევე განმარტავს, რომ სკოლამ ავტორიზაცია 2023 წელს გაიარა. "ავტორიზაციის ერთ-ერთი სტანდარტი არის ფიზიკური გარემო და იქ წერია ნამდვილად, რომ იყო პირველი ხარისხის, მაგრამ შეუსაბამო სეისმურ მოვლენებთან და საჭიროებდა გამაგრებას. ამ ხნის განმავლობაში, ამ სკოლაში ჩვენ მასპინძელი სკოლა ვიყავით ასევე 2 წელზე მეტი ვადით. ისიც მრავალრიცხოვანი სკოლაა, 1000 ბავშვზე მეტი... და ბუნებრივია, ბუნებრივი მოვლენების დროს დაემატა ხარისხი თუ ასეთი დატვირთვით, როცა სკოლა არ არის გათვლილი 2000-ზე მეტ ბავშვზე, გაიზარდა დაზიანება", — დასძინა მან.
ცნობისთვის, დღეს დილიდან, თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს მიიღეს.
-
ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს
გადახედვა
-
კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს
გადახედვა
-
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე "სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
გადახედვა
-
საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია
გადახედვა
-
სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო
-
შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს
გადახედვა
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
კომენტარები