არ გადაყარო, ჩააბარე — თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
ფოტო: თეგეტა გრინ პლანეტი
თეგეტა მოტორსმა და თეგეტა გრინ პლანეტმა საავტომობილო ნარჩენების შეგროვების მასშტაბური აქცია ამჯერად ზუგდიდში გამართეს. კამპანიის "არ გადაყარო, ჩააბარე" ფარგლებში, მოსახლეობამ და ადგილობრივმა ბიზნესმა მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთი ჩააბარა, სანაცვლოდ კი მონაწილეებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ღონისძიება ზუგდიდის ერთ-ერთ ინდუსტრიულ ზონაში მოეწყო, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც სამომავლოდ თეგეტა მოტორსის მულტიფუნქციური სერვისცენტრი გაიხსნება.
"ზუგდიდი შემთხვევით არ აგვირჩევია — ეს სამეგრელოს რეგიონული ცენტრია, სადაც კომპანიების ძირითადი ნაწილია თავმოყრილი", — აღნიშნავს შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი, — "გვინდოდა, რეგიონულ დონეზე როგორც ბიზნესს, ისე მუნიციპალიტეტსა და საჯარო დაწესებულებებს სრული ინფორმაცია ჰქონოდათ იმაზე, თუ რა არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება და როგორ უნდა მართონ სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენები. მეორადი ზეთი და აკუმულატორი ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებისთვის განსაკუთრებით სახიფათო ნარჩენებია — მათი არასწორი მართვა პირდაპირ იწვევს მავნე ნივთიერებების გარემოში მოხვედრას, საბურავის უკანონო დაწვა კი თანაბრად საზიანოა როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის. კანონის მოთხოვნების შესრულების გარდა, გარემოს დაცვა ყველა ჩვენგანის მორალური პასუხისმგებლობაცაა".
ფოტო: თეგეტა გრინ პლანეტი
აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზევე მიეღოთ.
კამპანიამ "არ გადაყარო, ჩააბარე" მასშტაბური სახე მიიღო, დღემდე უკვე ხუთი ეტაპი გაიმართა: ორჯერ თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმსა და ახლა უკვე ზუგდიდში. ჯამში, კამპანიაში 200-მდე მოქალაქე ჩაერთო, შეგროვდა 2 000-მდე საბურავი, 300 კილოგრამი აკუმულატორი და 520 ლიტრი მეორადი ზეთი. შეგროვებული ნარჩენები შემდგომი გადამუშავებისთვის იგზავნება: მეორადი ზეთი — ექსპორტზე, აკუმულატორები — აკუმულატორების გადამმუშავებელ ქარხანაში, საბურავები კი — საბურავების გადამმუშავებელ ქარხანა რექსოლში.
გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების მართვა ჩვენი ბიზნესპროცესების განუყოფელი ნაწილია და კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. "არ გადაყარო, ჩააბარე" სწორედ ამ გრძელვადიანი ხედვის ნაწილია — კამპანია მოქალაქეებსა და ჩვენს მომხმარებლებს მოუწოდებს, ჩვენთან ერთად გახდნენ გარემოზე ზრუნვის ინიციატორები. შედეგს რიცხვებშიც ვხედავთ და დამოკიდებულებაშიც: მოქალაქეები უკვე თავად გვატყობინებენ, სად არის ბუნებაში უკანონოდ დაყრილი საბურავები, ჩვენ კი საკუთარი რესურსით მივდივართ და ვაგროვებთ მათ. ეს ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ცნობიერება იზრდება.
ფოტო: თეგეტა გრინ პლანეტი
ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები თეგეტა გრინ პლანეტის, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის, საქმიანობის განუყოფელი ნაწილია — ამ მიმართულებით სხვადასხვა ჯგუფთან ყოველთვიურად იმართება შეხვედრები.
"არ გადაყარო, ჩააბარე" თეგეტა მოტორსისა და თეგეტა გრინ პლანეტის ერთობლივი გარემოსდაცვითი ინიციატივაა, რომლის მიზანია მეორადი საავტომობილო ნარჩენების სწორად მართვისა და გადამუშავების ხელშეწყობა. ინიციატივა ემსახურება გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას. საავტომობილო ნარჩენების ჩაბარება მხოლოდ ერთჯერადი აქტივობებით არ შემოიფარგლება - მეორადი საბურავის, აკუმულატორისა და ზეთის ჩაბარება მთელი საქართველოს მასშტაბით მუდმივად შესაძლებელია თეგეტა მოტორსის ფილიალებსა და თეგეტა გრინ პლანეტის შეგროვების პუნქტებში.
ფოტო: თეგეტა გრინ პლანეტი
გარემოს დაცვა თეგეტა მოტორსის CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. თეგეტა აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, ყოველწლიურად გროვდება ათასობით ტონა საავტომობილო ნარჩენი — მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს — სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, თეგეტა მოტორსი მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია "არ გადაყარო, ჩააბარე" და მომხმარებლების მიერ ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის გამოყოფილი ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და სხვა.
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
გადახედვა
-
რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე? რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე?
გადახედვა
-
"ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე "ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
გადახედვა
-
"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე "[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
კომენტარები