გარდაცვლილი პრინცესა დიანას ძმამ, ჩარლზ სპენსერმა, მემუარებში აღნიშნა, რომ მეფე ჩარლზმა დაიანას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში უთხრა: "მას მალე დავივიწყებთ!".

სპენსერის თქმით, როცა გამოთქვა მოსაზრება, რომ დაიანას უილიამისა და ჰარის სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობა არ ენდომებოდა, ჩარლზი ტელეფონით საუბრისას ეჩხუბა.

ფოტო: Getty Images

ამონარიდების თანახმად, დაიანას გარდაცვალების ღამეს, სპენსერთან საუბრისას, ჩარლზს სიხარულით აღფრთოვანებული ხმა ჰქონდა.

მემუარებში ასევე აღწერილია, როგორ იპოვა დაიანამ სამაჯური, რომელიც მისმა საქმრომ კამილასთვის იყიდა. ამასთან ერთად, სპენსერის თქმით, ჩარლზი კვებითი აშლილობის მქონე დაიანას "პუტკუნას" ეძახდა.

სპენსერმა თავის წიგნში დაძაბული სატელეფონო საუბარიც აღწერა:

დამშვიდდი, მას მალე დავივიწყებთ! — ჩაისისინა ჩარლზმა.

— არ მჯერა, რომ ახლა ეს მართლა თქვი — ვუთხარი და ყურმილი დავკიდე.

სამეფო ოჯახმა სპენსერის ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მას მწუხარებამ საღი აზროვნების უნარი დაუკარგა.

ჩარლზ სპენსერის მემუარების წიგნი, სახელად Swan Song: Diana, My Sister, ოფიციალურად 22 სექტემბერს გამოვა. ის დედმამიშვილების ცხოვრებას ბავშვობის წლებიდან დაიანას გარდაცვალებამდე მოჰყვება.