საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს რუსული ჰიბრიდული თავდასხმების საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება და ძირითადი ინფრასტრუქტურის დასაცავად ზომების მიღება მოითხოვა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

"რუსული ჰიბრიდული საფრთხე ევროპელებისა და საფრანგეთის წინააღმდეგ გაძლიერდა", — განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ მან მთავრობას "კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავი გეგმის მომზადება" სთხოვა.

გეგმა ასევე ითვალისწინებს "ყველაზე მგრძნობიარე" თავდაცვის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიური ობიექტების დაცვას დრონებისა და კიბერშეტევებისგან.