რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
განათლების მინისტრს გივი მიქანაძეს ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში აქვს შევსებული. მიქანაძე მინისტრის პოსტზე 2025 წლის ივნისის ბოლოს დაინიშნა. შესაბამისად, მას 30 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 6 თვის განმავლობაში მინისტრის პოსტზე 60 340 ლარის ხელფასი აქვს აღებული.
მანამდე ის პარლამენტში განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, აღნიშნულ პოზიციაზე 2025 წლის იანვრიდან 29 ივნისის ჩათვლით მან 59 865 ლარის ოდენობის ხელფასი მიიღო.
გარდა ამისა, გასულ წელს, გივი მიქანაძეს ანაზღაურება აღებული აქვს ლექციების ჩატარებისთვის და წიგნის თანაავტორობისთვისაც:
- სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი — მიწვეული ლექტორი (იანვარი-თებერვალი) — 1045 ლარი
- შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი — ასოცირებული პროფესორი (იანვარი-დეკემბერი) — 19 115 ლარი
- შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი — ასოცირებული პროფესორი (იანვარი-დეკემბერი) — 14 194 ლარი+66,66 ლარის დანამატი
- ჰონორარი წიგნის თანაავტორობისთვის — 8500 ლარი.
უძრავი ქონება
განათლების მინისტრს გასულ წელს აუქციონით 5000 ლარად აქვს ნაყიდი 369 კვ.მ მიწის ნაკვეთი ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში, მისი მეუღლის სახელზე კი გასულ წელს თბილისში, იბერის შესახვევში 44 480 აშშ დოლარად 55,6 კვ.მ ბინის ყიდვა ფიქსირდება. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ბინა მშენებარეა და მისი მშენებლობის დასრულება და ჩაბარება იგეგმება 2026 წლის ბოლომდე.
გარდა ამისა, მიქანაძე ფლობს შემდეგ უძრავ ქონებებს:
- 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დმანისის რაიონის სოფელ ბოსლებში — ნაყიდი აქვს 1500 აშშ დოლარად 2021 წელს
- 1221 კვ.მ აგარაკი ასევე სოფელ ბოსლებში — ნაყიდი აქვს 70 000 ლარად 2021 წელს (მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 2 შენობა-ნაგებობა: 1) ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 150 კვ/მ; 2) დამხმარე შენობანაგებობა საერთო ფართით 30 კვ/მ.)
- 613 კვ.მ მიწის ნაკვეთი ლანჩხუთის სოფელ არჩეულში — ნაყიდი აქვს აუქიცონით 8400 ლარად, 2024 წელს.
ხარჯები
გივი მიქანაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს სახლისთვის ავეჯის შესაძენად 12 000 ლარის ხარჯები. ასევე, უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი 5000 ლარი.
მის მეუღლეს ნინო მიქანაძეს კი გადახდილი აქვს მშენებარე ბინის შესაძენად 124 955 ლარი (44 480 აშშ დოლარი).
მას და მისი ოჯახის წევრს დეკლარაციაში არ უფიქსირდება საჩუქრები და სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი.
განათლების მინისტრს ჰყავს 4 მცირეწლოვანი შვილი. მისი მეუღლე დასაქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განყოფილების უფროსად, სადაც 2025 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით 29 203 ლარი აქვს აღებული, მათ შორის 19 667 ლარი დეკრეტული შვებულების თანხა. მანამდე, ის მუშობდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის მრჩევლის პოზიციაზე, სადაც 2025 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით აღებულ აქვს 29 597 ლარი.
ანაბრები
დეკლარაციის შევსების მომენტში მიქანაძეს და მისი ოჯახის წევრებს მითითებული აქვთ არაერთი ანაბარი ბანკში:
- დავით მიქანაძე (შვილი) — 1091 აშშ დოლარის და 1100 ევროს საბავშვო ანაბარი
- ლუკა მიქანაძე (შვილი) — 1750 აშშ დოლარი (საბავშვო ანაბარი)
- ნიკოლას მიქანაძე (შვილი) — 1649 აშშ დოლარი (საბავშვო ანაბარი)
- ნოე მიქანაძე (შვილი) — 5100 აშშ დოლარი (საბავშვო ანაბარი)
- გივი მიქანაძე — 20 000 აშშ დოლარის პრემიუმ ანაბარი
- გივი მიქანაძე — 41 000 ლარის მოთხოვნამდე ანაბარი
- გივი მიქანაძე — 1000 ლარის ვადიანი ანაბარი
- ნინო მიქანაძე — 13 249 ლარის, 14 000 ლარის და 3174 აშშ დოლარის მოთხოვნამდე ანაბრები
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
კომენტარები