სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
ფოტო: news.on.ge
ახალი სასწავლო წელი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის (ყოფილი მე-6 სკოლის) მოსწავლეებისთვის სტანდარტულად დაიწყო. მშობლებმაც და ბავშვებმაც იცოდნენ, რომ დილით სკოლაში, პეტრიაშვილის N7-ში მივიდოდნენ. 17 სექტემბრის საღამოც რიგით სასკოლო დღე ეგონათ, სანამ მშობლებმა დირექციისგან შეტყობინება არ მიიღეს იმის შესახებ, რომ შენობა ავარიული აღმოჩნდა და მის დანგრევას აპირებენ.
საჯარო სკოლაში 1200-მდე მოსწავლე სწავლობს. დილიდან მოსწავლეები, მშობლები და სასწავლო ნაწილი სკოლასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მშობლებისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიღეს სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში. მათთვის ბუნდოვანია, როგორ უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი და არც იმის იმედი აქვთ, რომ სკოლის რეაბილიტაცია დროულად დასრულდება ან შენობა ხელახლა ამავე ადგილას აშენდება.
"ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. ახლა ვცდილობთ, რომ კომუნიკაცია დავამყაროთ დირექციასთან. სხვადასხვა სკოლებში, მეორე-მესამე ცვლაში იქნებიან ჩვენი ბავშვები გადანაწილებული, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
თუ არის სკოლა ავარიული, ჯერ ერთი, გვინდა ვიცოდეთ და ერთ დღეში რანაირად გახდა ეს სკოლა ავარიული? ეჭვი მაქვს, ეს ძალიან დიდხანს გაიწელება, შესაბამისად, მესამე ცვლაში ჩვენი შვილების სწავლა არის სიგიჟე, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია", — აცხადებს ერთ-ერთი მშობელი ვერიკო ტურაშვილი.
სკოლის და განათლების სამინისტროს ოფიციალური განმარტების თანახმად, სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერების მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გახდა. თუმცა, მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის საეჭვოა ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევა. მათი თქმით, წარმოდგენილი ფოტოები შენობის ამორტიზაციის საფუძველს არ იძლევა. მშობლების თქმით, მათთვის ოფიციალური დასკვნა თვალითაც არავის უჩვენებია და მხოლოდ ზეპირად განუმარტეს, რომ შენობას მე-4 ხარისხის დაზიანება აქვს, რაც სასწავლო პროცესის მყისიერ შეჩერებას მოითხოვდა.
სამეურვეო საბჭოს წევრი ნინო ქევხიშვილი მშობლებს ესაუბრება
21-ე სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა და სამეურვეო საბჭოს წევრმა, ნინო ქევხიშვილმა NEWS.On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ სწავლას მანამ არ გააგრძელებენ, სანამ მოსწავლეებისთვის ცალკე შენობა არ გამოიყოფა. სწავლის გაგრძელების შეთავაზებული ალტერნატიული გზები მათთვის მიუღებელია.
"ჩვენ მოვითხოვთ სასწრაფოდ ცალკე შენობაში მთლიანი სკოლის გადაყვანას, პარალელურად აუცილებლად უნდა განხორციელდეს ალტერნატიული ექსპერტიზა, იმიტომ რომ ეს ექსპერტიზა არ არის ჩვენთვის დამაჯერებელი.
ალტერნატიული ექსპერტიზა უნდა ჩაატარონ, რომ ვთქვათ იგივე დასკვნა დაიდება თუ არა. რეალურად რა ფოტოებიც გვანახეს, ის ჩვენთვის დამაჯერებლობას მოკლებული იყო და დასკვნა ჯერ არ გვინახავს," — განაცხადა ქევხიშვილმა.
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — სკოლის დირექციის პოზიცია
21-ე სკოლის დირექტორი შორენა ბუნტური
ფოტო: მარიამ მჭედლიძე/On.ge
სკოლის დირექტორის, შორენა ბუნტურის თქმით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და სწავლა უნდა შეჩერებულიყო. დირექტორის განმარტებით, სხვა გზა არ არსებობდა, ამიტომ იძულებულნი გახდნენ, ეს გადაწყვეტილება მიეღოთ. მისივე თქმით, რადგან სასკოლო საზოგადოებისთვის ონლაინსწავლება მიუღებელია, სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეჩერდება. ამ პერიოდში ალტერნატიულ ფართებს მოიძიებენ, გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ან ორკვირიანი გახანგრძლივებული სწავლის ხარჯზე ანაზღაურდება.
ბუნტური ასევე განმარტავს, რომ სკოლამ ავტორიზაცია 2023 წელს გაიარა: "ავტორიზაციის ერთ-ერთი სტანდარტი არის ფიზიკური გარემო და იქ წერია ნამდვილად, რომ იყო პირველი ხარისხის, მაგრამ შეუსაბამო სეისმურ მოვლენებთან და საჭიროებდა გამაგრებას. ამ ხნის განმავლობაში, ამ სკოლაში ჩვენ მასპინძელი სკოლა ვიყავით ასევე 2 წელზე მეტი ვადით. ისიც მრავალრიცხოვანი სკოლაა, 1000 ბავშვზე მეტი... და ბუნებრივია, ბუნებრივი მოვლენების დროს დაემატა ხარისხი თუ ასეთი დატვირთვით, როცა სკოლა არ არის გათვლილი 2000-ზე მეტ ბავშვზე, გაიზარდა დაზიანება," — დასძინა მან.
განათლების სამინისტროს პოზიცია
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე თბილისის 21-ე საჯარო სკოლის დანგრევის გადაწყვეტილებას "უალტერნატივოდ" აფასებს და დასძენს, რომ "ვერც ერთი ბავშვის და პედაგოგის სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ".
სკოლის დირექტორის მსგავსად, მიქანაძის ვერსიით, განათლების უწყებამ შენობის ავარიულობაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გუშინ, 17 სექტემბერს მიიღო, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა. სკოლას ექსპერტიზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ჩაუტარდა და აღნიშნული უწყებაა პასუხისმგებელი შენობის რეაბილიტაციაზე.
"21-ე სკოლასთან დაკავშირებით სიტუაცია არის შემდეგი: პირველ რიგში გეტყვით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზა მუშაობს სარეაბილიტაციო სკოლებთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნების მომზადებაზე.
ჩვენ სამინისტროში ეს დასკვნა მივიღეთ გუშინ დღის მეორე ნახევარში, რის საფუძველზეც სწორედ მყისიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ბავშვების და სასკოლო პერსონალის, მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ვერცერთი ბავშვის, ვერცერთი პედაგოგის, ვერცერთი იქ დასაქმებული ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ," — განაცხადა მიქანაძემ.
"უამრავი მაგალითი ვიცით, როგორ არ შენდება სკოლები"
ჟურნალისტებმა განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს წარსულში სკოლებისა და ბაგა-ბაღების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემური შემთხვევები გაახსენეს. მიქანაძემ კი განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ დღეს ბათუმში ახალი საჯარო სკოლის გახსნაზე იმყოფებოდნენ, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა აქტიურად ზრუნავს ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.
"დღეს ბათუმში ახლად აშენებულ სკოლას ვხსნით, ორი სრულად რეაბილიტირებული სკოლა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა, ეს არის ამის ძალიან უტყუარი და ფაქტობრივი დადასტურება," — განაცხადა მიქანაძემ.
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან შეკრებილი სასწავლო ნაწილი და მშობლები იხსენებდნენ შემთხვევებს, როდესაც სკოლების დანგრევის გადაწყვეტილების შემდეგ მოსწავლეები საღამოს ცვლებში გადაანაწილეს, თუმცა წლების განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მაინც არ დასრულებულა.
2025 წლის 30 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 11 ტენდერი მოიგეს, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა და 2023 წლიდან არც ერთის რეაბილიტაცია არ დასრულებულა. ბრალდებულებმა ასევე "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან" დადებული ხელშეკრულება დაარღვიეს და გორის მუნიციპალიტეტში 3 სკოლიდან არც ერთი ააშენეს.
უწყებამ ასევე დასძინა, რომ დაკავებული პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
კომენტარები