რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ორი სამარხი შეისწავლეს. ერთ-ერთ მათგანში მოზარდის ნეშტი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
სამარხში აღმოჩენილი კერამიკის მიხედვით, ორივე სამარხი ადრეული ბრინჯაოს ხანით, დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულით თარიღდება.
გამოცემა წერს, რომ ადგილზე კომპანია "ლეიერკოს" სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც საბოლოო დასკვნა უკვე მოამზადეს. არქეოლოგიური ანგარიშის მიხედვით, ძვლები ცუდად იყო შემონახული და მკვლევრებმა მხოლოდ ყბის, ლავიწისა და მხრის ძვლის აღება შეძლეს. სწორედ ძვლების ზომისა და შემორჩენილი ყბის ნაწილის მიხედვით, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ დაკრძალული ადამიანი მოზარდი იყო.
ანგარიშის მიხედვით, მოზარდი დაკრძალული იყო მარცხენა გვერდზე, ემბრიონის პოზაში, თავით სამხრეთისკენ. სამარხში მასთან ერთად აღმოჩნდა თიხის ქვაბ-ქოთანი, ერთ ბოლოში გახვრეტილი სალესი ქვა და კაჟის ანატკეცი, კაჟისგან ჩამოტეხილი პატარა, ბასრი ქვის ნატეხი, რომელსაც უძველეს პერიოდში სხვადასხვა იარაღისა და ხელსაწყოს დასამზადებლად იყენებდნენ.
სამარხში ასევე აღმოჩნდა ოთხი ობსიდიანის ანატკეცი. ობსიდიანი ვულკანური წარმოშობის მინისებრი ქვაა, რომლისგანაც უძველეს პერიოდში მისგან საჭრელ და წვეტიან იარაღებს ამზადებდნენ. სამი ასეთი ნატეხი მოზარდის შუბლის არეში, სამარხის იატაკზე იყო განლაგებული, ხოლო ერთი — ხერხემლის ქვეშ.
ამ ეტაპზე უცნობია მოზარდის ზუსტი ასაკი, სქესი, ცხოვრების პირობები ან საქმიანობა. მკვლევრებმა პალინოლოგიური, მცენარეების მტვრისა და სხვა მიკროსკოპული მცენარეული ნარჩენების კვლევისთვის ნიმუშები აიღეს როგორც დაკრძალულის სხეულის სხვადასხვა არიდან, ისე ქოთნის შიგთავსიდან.
კრანიოლოგიური, თავის ქალისა და მისი ძვლოვანი მახასიათებლების შესასწავლი მასალა კი ანთროპოლოგიური კვლევისთვის ლაბორატორიას გადასცეს.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
კომენტარები