Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
დანიის კულტურის ინსტიტუტმა გუშინ, 23 სექტემბერს, 26 სექტემბერს გორში დაგეგმილი "კამარა ფესტივალი" უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გააუქმა. ღონისძიება შემოქმედებით ვორქშოპებს, საჯარო საუბრებს და მუსიკას აერთიანებს და ის ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ს უნდა დაეხურა.
"უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, "კამარა ფესტივალი" დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო. მადლობას გიხდით ღონისძიების მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესისთვის," — ვკითხულობთ ინსტიტუტის განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილი და სამთავრობო ტელევიზიები Kordz-ის წინააღმდეგ:
გორში დაანონსებული ფესტივალის გაუქმებამდე სამი დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილ ევროკავშირსა და იმ დონორ ორგანიზაციებს აკრიტიკებდა, რომლებიც ღონისძიებაში იყვნენ ჩართული. მისი თქმით, მათ უნდა გადაეწყვიტათ, გაემიჯნებოდნენ თუ არა იმ ქცევას, რომელსაც ის რადიკალიზმად კი არა, "ექსტრემიზმად და ფაშიზმად" აფასებს.
"საქმე გვაქვს ამ აბსოლუტურად ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც უბრალოდ სჭირდება გადაწყვეტილება ახლა. ასე რომ, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს: ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების და იქნება ამის თანამონაწილე, ან გაემიჯნება ამ ქცევას, რომელიც უკვე რადიკალიზმი არ არის, ეს არის ექსტრემიზმი და ეს არის ფაშიზმი. ასე რომ, ჩვენ ველოდით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირის თუ იმ დონორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც ჩართული არიან ამ ღონისძიებაში," — განაცხადა პაპუაშვილმა.
Kordz-ის რეაქცია ფესტივალის გაუქმებაზე:
23 სექტემბრის საღამოს მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ღონისძიების ორგანიზატორებს "გაბრაზებული ბრბოთი" დაემუქრა, თუ მის პერფორმანსს არ გააუქმებდნენ. მისივე თქმით, ასეთ სიტუაციაში ღონისძიების სპონსორების მხრიდან რეაგირებას არ არსებობა "ნორმალური არ არის" და "ორგანიზატორების მხრიდან მცირედი მხარდაჭერა კარგი იქნებოდა".
"გორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ღონისძიების ორგანიზატორებს "გაბრაზებული ბრბოთი" დაემუქრა, თუ ისინი ჩემს პერფორმანსს არ გააუქმებდნენ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ერთკვირიანი უადგილო თავდასხმები განხორციელდა როგორც სამთავრობო მედიის, ასევე პარლამენტის მხრიდან ჩემსა და ღონისძიების ორგანიზატორებზე.
ღონისძიების სპონსორები (ევროკავშირი და გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი) ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია. მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის.
მმართველი პარტიის მიერ ჩემი კონცერტების გაუქმება ახალი დაბალი დონეა, ორგანიზატორების მხრიდან მცირედი მხარდაჭერა კარგი იქნებოდა," — დაწერა მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გამოხმაურება:
"უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე" ჩაშლილ ფესტივალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ წუხან "კამარა" ფესტივალის გადადების გამო, რადგან ის "კრეატიული კომპასი საქართველოს" ფარგლებში ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა.
"სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ "კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი "კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს.
30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში — ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს.
ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა," — წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
ეს მუსიკოსებზე პოლიტიკური აზრის გამო თავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის. საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი ალექსანდრე კორძაიას სოლიდარობას უცხადებს და მაგალითად ქართველი მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის შემთხვევა მოჰყავს.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა. საკმარისია გავახსენოთ ერეკლე გეწაძის მაგალითი, რომელმაც "თბილისი ოფენ ეარზე" რუსულ დროშაზე "მოშარდვით" (ბუშტიდან წყლის დასხმით) საკუთარი პროტესტი გამოხატა, რის შემდეგაც მისი შემოქმედება პლატფორმებიდან გაქრა და თავადაც ჩამოშორდა სფეროს. ხელოვნურად "გაქრობისა" და ჩახშობის ეს პრაქტიკა დამღუპველია კულტურული გარემოსთვის.
ჩვენი პოზიცია უცვლელია:
გამოხატვის თავისუფლება უზენაესია: ხელოვანს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია.
არა პოლიტიკურ დევნას: დაუშვებელია სახელისუფლებო რესურსისა და რიტორიკის გამოყენება მუსიკოსების შესავიწროებლად თუ კონცერტების ჩასაშლელად.
TUMIG სრულ სოლიდარობას უცხადებს Kordz-ს და ყველა იმ მუსიკოსს, ვინც საკუთარი პოზიციის გამო წნეხის ქვეშ ექცევა. ხელოვნება ვერ იარსებებს ცენზურისა და შიშის გარემოში," — ვკითხულობთ გაერთიანების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ Kordz-ს ეკუთვნის ცნობილი მუსიკა "ოლე ოლა", რომელიც მმართველი პარტიის მისამართით გინებას შეიცავს. ალექსანდრე კორძაია ღია პოლიტიკური შეხედულების გამო მრავალჯერ გახდა თავდასხმის ობიექტი. კერძოდ, 2025 წლის 9 ივლისს ალექსანდრე კორძაიას საკუთარ სახლთან უცხო პირები დახვდნენ და მასზე თავდასხმა ცადეს, მაგრამ მუსიკოსმა გაქცევა მოასწრო.
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
კომენტარები