POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
პროკურატურის ინფორმაციით, უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, საქართველოდან აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი (ცნობილი როგორც "კოზიმჯონ გაფუროვი"), რომელსაც ბრალად ტერორისტული ორგანიზაციების — "ისლამური სახელმწიფოსა" (ISIS) და "ალ-ნუსრას ფრონტის" (ANF) მატერიალური დახმარება და შესაბამისი შეთქმულების მოწყობა ედება ბრალად.
უწყების ცნობით, ბრუკლინში მოქმედი რადიკალიზებული ჯგუფი "ჩაიხანას" ხელმძღვანელი ანსარი 2016 წლიდან მიმალვაში იმყოფებოდა, ხოლო 2026 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი დაკავების შემდეგ, 23 სექტემბერს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში ექსტრადირება განხორციელდა, სადაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"2026 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ში "ჩაიხანას" (Tea Party) სახელით არის ცნობილი. მას ბრალად ედება "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) და "ალ-ნუსრას ფრონტის“ (al-Nusrah Front) დასახმარებლად თანხების შეგროვება და უცხოელი მებრძოლებისთვის ადგილობრივი მხარდაჭერის ქსელის კოორდინაცია.
დავუდ ანსარი (Davud Ansariy) უზბეკეთის მოქალაქე და აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, (ცნობილია სახელებით "კოზიმჯონ გაფუროვი" და "კოზიმ"), რომელიც საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დააკავა და აშშ-ს გადასცა. მას დღეს ბრალად ედება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების — "ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოსა"(ISIS) და "ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ (ANF) მატერიალური დახმარების გაწევის ერთ ეპიზოდსა და ამავე მიზნით შეთქმულების მოწყობის ერთ ეპიზოდში (დანაშაულის ჩადენის პერიოდში ორივე ორგანიზაცია აღიარებული იყო ტერორისტულად). ანსარის ექსტრადიცია ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში თბილისიდან 23 სექტემბერს განხორციელდა.
"ათწლიანი მიმალვის შემდეგ, ანსარი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში, რათა პასუხი აგოს მსოფლიოში ორი ყველაზე სასტიკი ტერორისტული დაჯგუფების — ISIS-სა და ANF-სთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს ტერორისტების დაკავებაში გაწეული დახმარებისთვის" — განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯონ ა. აიზენბერგმა.
საქმეზე გამოძიება ჩაატარა FBI-მ, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის, ნიუ-იორკის შტატის პოლიციის, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის, პორტის ადმინისტრაციის პოლიციის დეპარტამენტისა და აშშ-ის მარშალთა სამსახურის მხარდაჭერით. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისმა, თბილისში FBI-ის სამართალდამცავი ატაშეს ოფისმა და საქართველოს პროკურატურამ კი ანსარის დაკავება და ექსტრადიცია უზრუნველყო.
ბრალდებულმა 2016 წლის მაისში, ერთ-ერთი თანამზრახველის დაკავებიდან ხუთ დღეში, შეერთებული შტატები დატოვა და თურქეთის მიმართულებით გაიქცა. მას შემდეგ ანსარი მიმალვაში იმყოფებოდა.
გამოძიების თანახმად, ანსარი ხელმძღვანელობდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მოქმედ რადიკალიზებულ პირთა ჯგუფს, რომლებიც სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ, რათა იქ ISIS-ს ან ANF-ს მებრძოლები გამხდარიყვნენ, ან აფინანსებდნენ მომავალი მებრძოლების მგზავრობას. გამოძიებამ გამოავლინა ფინანსური მხარდაჭერის დიდი ქსელი, რომელიც თანხებს აგროვებდა მათთვის, ვისაც სირიაში გამგზავრება და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში ბრძოლა სურდა. ქსელის მონაწილეები ჯგუფს უწოდებდნენ "ჩაიხანას". ჯგუფი ასევე აგროვებდა ფულს იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც მებრძოლებმა სირიაში გამგზავრებისას დატოვეს, ასევე ბრძოლაში დაღუპულთა ქვრივებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. "ჩაიხანას" მიერ შეგროვებული თანხებით, ანსარიმ და სხვებმა 2013 წელს სირიაში მცირეწლოვანის თუ ზრდასრულის, სულ მცირე, სამი პირის გამგზავრება დააფინანსეს. სავარაუდოდ, სამივე მათგანი სირიაში დაიღუპა," — წერს უწყება.
წარდგენილი ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, ანსარის მაქსიმალური სასჯელის სახით 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები