შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
2026 წლის 27 სექტემბერს შვეიცარიაში რეფერენდუმი გაიმართა ინიციატივაზე, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი წესებით განსაზღვრას ითვალისწინებდა და რაც შვეიცარიას NATO-სთან თანამშრომლობის შეზღუდვასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას დაავალდებულებდა.
ინიციატივის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი არის "მუდმივი და შეიარაღებული", რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სამხედრო კონფლიქტებში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ ამავე დროს აქვს საკუთარი თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებული ძალები და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, თავი დაიცვას.
სახელმწიფო მაუწყებლის, SRF-ის მონაცემებით, ნეიტრალობის გამკაცრებული წესების სასარგებლოდ ხმა ამომრჩეველთა 29%-მა მისცა, ხოლო 71% წინააღმდეგ წავიდა.
ფოტო: The portal of the Swiss government
ამავე ინიციატივის მიხედვით, ქვეყანას არ უნდა მიეღო მონაწილეობა სამხედრო ან თავდაცვის ალიანსებში და მათთან თანამშრომლობაში, გარდა თავდასხმის შემთხვევაში, ასევე არ უნდა დაეწესებინა სანქციები მეომარი სახელმწიფოებისთვის, გარდა გაეროს სანქციებისა და მათი გვერდის ავლის აღსაკვეთად მიღებული ზომებისა. ინიციატივის მომხრეები აცხადებდნენ, რომ ეს შვეიცარიის ნეიტრალიტეტს გააძლიერებდა, ხოლო მთავრობა და პარლამენტი მიიჩნევდნენ, რომ არსებული მოქნილი ნეიტრალიტეტის შეზღუდვა ქვეყნის უსაფრთხოების შესაძლებლობებს და საერთაშორისო თანამშრომლობას დააზიანებდა.
მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ნეიტრალობა ნაპოლეონის ომების დასრულებიდან (1815 წლიდან) არის აღიარებული, ხოლო 1848 წლიდან ქვეყნის კონსტიტუციის ნაწილია, ზუსტად როგორ ახორციელებს მას მთავრობა, მკაფიოდ განსაზღვრული არ არის.
Deutsche Welle წერს, რომ ეს ინიციატივა ასოციაცია Pro Schweiz-მა წამოაყენა. Pro Schweiz მემარჯვენე ორგანიზაციაა და კავშირები აქვს მემარჯვენე პოპულისტურ შვეიცარიის სახალხო პარტიასთან. მათი მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ შვეიცარიის მთავრობა ევროკავშირსა და NATO-ს ძალიან დაუახლოვდა.
რის მიღწევას ცდილობდა ასოციაცია Pro Schweiz?
ჯგუფის განცხადებით, მათი მიზნები იყო:
- შვეიცარიის ნეიტრალობა გამოყენებულიყო "მუდმივად და გამონაკლისის გარეშე";
- შვეიცარიას შეენარჩუნებინა თავდაცვის უნარიანი არმია;
- შვეიცარია არ ჩაბმულიყო მესამე მხარეთა კონფლიქტებში;
- შვეიცარია არ გაწევრიანებულიყო თავდაცვით ალიანსში, სანამ მას არ დაესხმიან თავს;
- შვეიცარიას სანქციებთან შეერთებამდე გაეროს თანხმობა მიეღო.
ინიციატივას თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია ეწინააღმდეგებოდა, გარდა მემარჯვენე შვეიცარიის სახალხო პარტიისა (SVP).
"ჩვენი მიზანია მშვიდობის, დიპლომატიისა და დიალოგის ხელშეწყობა. ამის მისაღწევად კი მუდმივი და შეიარაღებული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით სანდოობა უნდა შევინარჩუნოთ", — განაცხადა SVP-ის ვიცე-პრეზიდენტმა სელინ ამაუდრუმ სატელევიზიო დებატებისას.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
კომენტარები