BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ალექსანდრე თამაზაშვილმა, რომელიც ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ძმაა, ღვინის კომპანიაში წილი გაასხვისა. ამის შესახებ ბიზნეს რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით BMG წერს.
მათი ცნობით, თამაზაშვილი კომპანია "ვაინ კახეთის" თანადამფუძნებელი და 22.5%-ის წილის მფლობელი იყო, მან აღნიშნული წილი მის ბიზნესპარტნიორზე, რობი ქევხიშვილზე 3 მილიონ ლარად გაასხვისა, რომელიც იქამდე კომპანიის 43%-ის წილს ფლობდა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, წილი იძულების შედეგად არ დაუთმია. მისივე თქმით, ქარხანას უფრო დიდი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდა, ვიდრე მისი ფაქტობრივი დატვირთვა იყო ამიტომ უმჯობესად ჩათვალა რომ აღნიშნული ბიზნესიდან გასულიყო.
"ერთ-ერთი გადაცემის ანონსს წავაწყდი, სადაც, სავარაუდოდ, ცდილობენ ჩემი პირადი გადაწყვეტილება რაღაც "იძულების ფაქტად" წარმოაჩინონ. ვინც მიცნობს ან ყურადღებით ადევნებს თვალს ჩემს ცხოვრებას, კარგად იცის, რომ მე პოლიტიკაში არ ვიღებ მონაწილეობას მას შემდეგ, რაც დავასრულე საპარლამენტო საქმიანობა, ანუ 2016 წლიდან. 2017 წელს ჩემს მეგობართან ერთად ნულიდან დავიწყეთ ბიზნესი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.
წვალებ-წვალებით, ძალიან დიდი მონდომებითა და სიფრთხილით ვქმნიდით ჩვენს ბიზნესს დარგში, რომელიც ყველა ქართველისთვის საამაყო და საფიცარია... სიფრთხილე ვახსენე და ავხსნი: ვინაიდან ჩვენი ოჯახი ასოცირდებოდა პოლიტიკასთან და მმართველ პარტიასთან, სულ მუდამ ვცდილობდით, ჩვენი კომპანიის პოტენციალის ნახევარიც კი არ გამოგვეყენებინა... ვინაიდან საზოგადოებაში შეიძლება გაჩენილიყო განცდა, რომ "აქ რაღაც ხელის შეწყობას აქვს ადგილი". ბევრი გადაცემაც მიუძღვნეს აღნიშნულ ბიზნესს, თუმცა იმდენად სუფთად და პატიოსნად ვმუშაობდით, გლეხების მხრიდან მადლიერების გარდა არაფერი ისმოდა და ისმის ჩვენი ქარხნის გარშემო. რა ვიგულისხმე პოტენციალის მხოლოდ ნახევრად გამოყენებაში? მაგალითად ის, რომ კახეთში წლიურად გადამუშავებული ყურძნის მხოლოდ 1-2% თუ მოდიოდა ჩვენს ქარხანაზე, ეს იმ დროს, როცა ტექნიკური შესაძლებლობები 10-15%-ის გადამუშავების საშუალებას იძლევა.
ალბათ მიხვდით, ციფრებზე და დეტალებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მინდა იცოდეთ, რა იყო და რა არის რეალურად. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემს პარტნიორებს მუდამ უწევდათ ჩემი ფაქტორის გათვალისწინება და დიდი სიყვარულით მინდა აღვნიშნო, რომ ერთხელაც არ გვისაუბრია სტრატეგიის შეცვლაზე — პირიქით, ჩემზე მეტად გაგებით ეკიდებოდნენ ჩვენს მოზომილ ბიზნესსტრატეგიას", — დაწერა თამაზაშვილმა.
როგორც BMG წერს, Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული უკანასკნელი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რაც 2024 წელს ასახავდა, შპს "ვაინ კახეთის" შემოსავალი 7.2 მილიონ ლარს, აქტივების ღირებულება კი 36.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
კომენტარები