თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
ფოტო: თეგეტა
Farizon Center Tegeta-მ, რომელიც საქართველოში პირველი სრულად ელექტრული კომერციული სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილების ოფიციალური დილერია, "თეგეტა მოტორსის" ულტრათანამედროვე გეზის ფილიალში სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლა. ხუთი დღის განმავლობაში ტრენინგებს ჩინეთიდან მოწვეული Farizon-ის სპეციალისტები უძღვებოდნენ. პროგრამაში 20-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, მათ შორის იყვნენ სომხეთის Farizon-ის გუნდის წარმომადგენლები.
Farizon-ის სპეციალისტები საქართველოში "თეგეტას" ინიციატივით ჩამოვიდნენ. ვიზიტის მიზანი კომპანიის ტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლება და ბრენდის გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება იყო. ტრენინგის მონაწილეები ბრენდის კომერციული ელექტრომობილების ტექნიკური მომსახურების სპეციფიკასა და შესაბამის სტანდარტებს გაეცნენ. პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიღებული ცოდნა უშუალოდ ავტომობილების სერვისის პროცესში გამოეყენებინათ.
ფოტო: ტეგეტა
გიორგი შაქარაშვილი, Farizon Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: "Farizon-ის ბრენდის შემოყვანა და განვითარება საქართველოში ჩვენთვის მხოლოდ ავტომობილების გაყიდვით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს გაყიდვის შემდეგაც შევთავაზოთ ბრენდის სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ტექნიკოსების კვალიფიკაცია უშუალოდ Farizon-ის სპეციალისტების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით აგვემაღლებინა.
გვინდა, მზად ვიყოთ როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე მსხვილი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ავტოპარკში ათეულობით, ასეულობით ან უფრო მეტი კომერციული ავტომობილის მიწოდება და მართვა სჭირდებათ. განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა დისტრიბუცია, საცალო გაყიდვები და ჰიპერმარკეტების ქსელები, კვებისა და სამედიცინო სფეროები – მათთვის ავტომობილის გაჩერება ყოველდღიურ ოპერაციებზე პირდაპირ აისახება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საგარანტიო და ტექნიკური მომსახურება სწრაფად, ხარისხიანად და ბრენდის სტანდარტების დაცვით წარიმართოს".
ტექნიკური ვორქშოპისთვის "თეგეტა მოტორსის" უახლესი გეზის ფილიალი შეირჩა, როგორც კომერციული ტრანსპორტის მომსახურებისა და პრაქტიკული სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სივრცე. სწორედ ამ სივრცეში, Farizon-ის ავტომობილის შეძენასთან ერთად, მომხმარებლებს მისი შემდგომი ტექნიკური მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ფილიალი კომერციული და სატვირთო ტრანსპორტისთვის შესაბამისი, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც, მაღალკვალიფიციურ ტექნიკურ გუნდთან ერთად, Farizon-ის მომხმარებლებისთვის გაყიდვის შემდგომი მომსახურების სრულფასოვანი სერვისის უზრუნველყოფას ემსახურება.
ფოტო: თეგეტა
ჟივეი იანგი, Farizon-ის გაყიდვების შემდგომი ტექნიკური მომსახურების მენეჯერი: "Farizon არის მსოფლიოში ცნობილი ინოვაციური ტექნოლოგიების კომერციული ავტომობილების ბრენდი. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოს ბაზარს და ასევე დიდ ნდობას ვუცხადებთ Tegeta Holding-ს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ძლიერი პოზიციები და დიდი განვითარების პოტენციალი აქვს.
ჩვენთვის გაყიდვების შემდგომი მომსახურების ტრენინგი ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მისი მიზანია პროფესიონალი და კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის მომზადება.
შემდგომ ეტაპზე, ადგილობრივ ტრენინგებთან ერთად, ჩინეთშიც განვახორციელებთ სხვადასხვა სასწავლო პროგრამას, რათა მუდმივად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორების ცოდნა, შესაძლებლობები და პროფესიული კომპეტენციები".
Farizon, რომელიც Geely Holding-ის შემადგენლობაშია, სრულად ელექტრულ კომერციულ ავტომობილებს აწარმოებს და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის სპეციალიზებულ მოდელებს აერთიანებს, მათ შორისაა Farizon SV, Farizon V6E, Farizon F1E და Farizon F3E. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ტვირთამწეობითა და ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილით განსხვავდებიან. კომერციული ელექტროტრანსპორტი ბიზნესებს საწვავის, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას აძლევს, რაც, საბოლოოდ, ავტომობილის ფლობის ჯამურ ღირებულებაზეც აისახება.
ფოტო: თეგეტა
ანდრო ხვიტია, უფროსი კომერციული ანალიტიკოსი: "Farizon-ის კომერციული ელექტრომობილები ბიზნესისთვის ფლიტის მენეჯმენტის უფრო ეფექტიანი გადაწყვეტის კუთხით საინტერესო პროდუქტია, რადგან ისინი ფლობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებენ. მეორე მხრივ, როდესაც კომპანიას ათეულობით ან ასეულობით ავტომობილი ჰყავს, გადამწყვეტია, რამდენად ეფექტიანად შეძლებს ის ავტოპარკის მართვას, ტექნიკური მომსახურების დაგეგმვასა და ტრანსპორტის მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში გამოყენებას. ჩვენი ფლიტ მენეჯმენტის სერვისი სწორედ ამ პროცესის ერთიანად მართვას ემსახურება – ავტომობილის შერჩევიდან მის მოვლა-პატრონობამდე. ამ პროცესის ხარისხიანად მართვისთვის კი შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ტექნიკური გუნდია საჭირო. Farizon-იდან მოწვეული სპეციალისტების ტრენინგები სწორედ ამ შესაძლებლობის გაძლიერებას ემსახურება".
ბრენდი "თეგეტას" პორტფელს 2026 წლის დასაწყისში დაემატა და მსხვილი ბიზნესებისგან ინტერესი მალევე გამოიწვია. ამის ერთ-ერთი მაგალითია სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისთან“ საოპერაციო ლიზინგის კუთხით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიას 10 ერთეული Farizon გადაეცა. ავტომობილის შერჩევასა და მიწოდებასთან ერთად, „თეგეტა“ ბიზნესებს ფლიტ მენეჯმენტის მომსახურებასაც სთავაზობს. ეს მოდელი მოიცავს ავტოპარკის ოპერირებისთვის საჭირო პროცესების სრულად მართვას, მათ შორის ბრენდის სტანდარტების შესაბამის ტექნიკურ და საგარანტიო მომსახურებას, მონიტორინგსა და სხვა სერვისებს, რასაც სწორედ Farizon-ის სპეციალისტებისგან დატრენინგებული მაღალკვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს.
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
კომენტარები