მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
ფოტო: თიბისი ბანკი
თიბისი გუნდს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალით აძლიერებს - მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა.
მერის მრავალწლიანი გლობალური გამოცდილება მოიცავს ბრენდისა და მარკეტინგული კომუნიკაციების, საერთაშორისო პარტნიორობებისა და სპონსორობების მიმართულებებს.
მერის გამოცდილება აერთიანებს იმას, რაც დღეს თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ბრენდს, ბიზნესს, ტექნოლოგიებსა და ადამიანებთან რეალური კავშირის შექმნას. მისი პროფესიული გზა საქართველოდან დაიწყო და სამ კონტინენტსა და ხუთ ქვეყანას მოიცავს. მუშაობდა გლობალურ საკონსულტაციო ფირმა Elevate-ში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია du-ში. ასევე, მართავდა Expo 2020 Dubai-ს სასპონსორო მიმართულებას, სადაც ქვეყნის წინაშე შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედალი გადაეცა.
სხვადასხვა ეტაპზე, მერის საქმიანობა საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის Marketing Innovation Leader of the Year-ის ჯილდოთი. პარტნიორობებისა და ბრენდული აქტივაციების მიმართულებით. ბოლო წლებში მერი მუშაობდა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან როგორებიცაა PepsiCo, Mastercard, Samsung, BMW და სხვა.
მერი კოკაიას თიბისის გუნდთან შემოერთება თიბისის სტრატეგიის ნაწილია - საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველი პროფესიონალები სამშობლოში დააბრუნოს, მათი ცოდნა და გამოცდილება ქართული კომპანიისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებას მოახმაროს.
"მოხარული ვარ, რომ მერი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ შემოგვიერთდა. დღეს თიბისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ბრენდი აქვს საქართველოში, რაც წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისა და ინიციატივის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბრენდი და მეტად დავაკავშიროთ ის თიბისის ბიზნესთან, პროდუქტებთან და მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებასთან", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
"საქართველოში დაბრუნება ჩემთვის მხოლოდ ახალი პროფესიული ეტაპის დაწყებას არ ნიშნავს. 14 წლიანი საინტერესო საერთაშორისო გამოცდილების შემდეგ, მიხარია, რომ თიბისის გუნდს შევუერთდი - კომპანიას, რომელიც უკვე 33 წელია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად შესაძლებლობაა, თიბისის გუნდის მიერ შექმნილი გამორჩეული ბრენდი ჩემი გამოცდილებით გავაძლიერო და ამ გზით, ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
18 წელია თიბისის მომხმარებელი ვარ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირადად ვგრძნობდი იმ ზრუნვასა და ყურადღებას, რომელიც თიბისის ადამიანებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს, უკვე როგორც გუნდის წევრი, კიდევ უფრო მკაფიოდ ვხედავ თიბისის მისიას - ცხოვრების ყოველ ეტაპზე ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ყოველდღიურობა", — მერი კოკაია, თიბისის მარკეტინგის დირექტორი.
მერის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის ამბიციას - შექმნას გარემო, სადაც მიზანსწრაფული, გამბედავი და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი რეალურ ღირებულებას უქმნის და ყოველდღიურობას უმარტივებს ადამიანებს.
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას სახლიდანასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში 45 000 დოლარს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას სახლიდანასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში 45 000 დოლარს ითხოვს
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
კომენტარები