ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
ფოტო: Getty
ოქსფორდის უნივერსიტეტმა ChatGPT-ის შემქმნელ კომპანიას ნება დართო, ხელოვნური ინტელექტის მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის ისტორიულ ტექსტებზე გაწვრთნას. შეთანხმების მიხედვით, OpenAI-ის მიერ გაციფრულებული ბიბლიოთეკის მასალები სწორედ კომპანიის მოდელების "საწვრთნელი ბაზის შესავსებად" გამოიყენება.
ოქსფორდმა კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ 2025 წლის მარტში განაცხადა. უნივერსიტეტის თქმით, OpenAI-ის პროგრამების დახმარებით ბიბლიოთეკის ტექსტების გაციფრულება მასალებს სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდიდა. თუმცა, მაშინდელ განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა, რომ ეს მასალა AI მოდელების გასაწვრთნელადაც გამოიყენებოდა. ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტი უზარმაზარი მოცულობის მონაცემების გადამუშავებით "სწავლობს" სიტყვებს შორის კანონზომიერებების პოვნას, გამართული წინადადებების აგებასა და სხვა რთული დავალებების შესრულებას.
OpenAI-ის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია ამაყობს, რომ თანამედროვე AI მოდელები მსოფლიოს ისტორიულ ცოდნას მომავლისთვის შემოინახავს. "რადგან ამ ტექნოლოგიას ყოველდღიურად მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, მნიშვნელოვანია, რომ ის სხვადასხვა კულტურას, ისტორიასა და შეხედულებას ასახავდეს", — დასძინა მან.
თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის შეხვედრის ოქმებიდან ირკვევა, რომ თანამშრომლებს (მათ შორის, ბოდლიანის ბიბლიოთეკის მმართველი კომიტეტის წევრებს) OpenAI-სთან პარტნიორობა პრობლემურად მიაჩნდათ. კერძოდ, შიშობდნენ, რომ ეს გარიგება უნივერსიტეტის იმიჯს დააზიანებდა და დადებითად არც უნივერსიტეტის გარემოსდაცვით ვალდებულებებზე აისახებოდა.
2025 წლის ივნისის მონაცემებით, ბოდლიანის ბიბლიოთეკის კოლექციიდან OpenAI-ს უკვე გადაეცა ისტორიული დისერტაციების 125 000 დასკანერებული გვერდი. მათ შორისაა მე-19 და მე-20 საუკუნეებში დაცული სადოქტორო ნაშრომები ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებიდან.
დასკანერებულ მასალებში ასევე მოხვდა მე-16 საუკუნის ბალადის იშვიათი კოლექცია — სიმღერის ტექსტები და ნოტები, რომლებიც ტიუდორების ეპოქის ინგლისში პირდაპირ ქუჩებში ვრცელდებოდა. გარდა ამისა, უნივერსიტეტის თანამშრომლები განიხილავენ სხვა უნიკალური მასალების გაციფრულებასაც, როგორებიცაა: მე-18 საუკუნის ირლანდიის სახელმწიფო დოკუმენტები, ირლანდიელი მწერლის, მარია ეჯუორთის პირადი წერილები და ცნობილი მეცნიერის, დოროთი ჰოჯკინის სამუშაო რვეულები, რომლებშიც ის პენიცილინზე მუშაობდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლის განმარტებით, გასაციფრულებელი ტექსტების მოცულობა "საკმაოდ მოკრძალებულია" და მხოლოდ იმ მასალებს მოიცავს, რომლებზეც საავტორო უფლებების ვადა უკვე გასულია. მისივე თქმით, დასკანერებულ ასლებზე უფლებებს კვლავ ბიბლიოთეკა ინარჩუნებს და რამდენიმე თვეში ამ მასალებს ინტერნეტში ყველასთვის ღიად და საჯაროდ გამოაქვეყნებს.
ამ შეთანხმების ფარგლებში ბოდლიანის კოლექციები სრულად ხელუხლებელი რჩება. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა კომპანიების პრაქტიკისგან, რომლებიც შეძენილ მეორად წიგნებს დასკანერების შემდეგ ანადგურებენ და მაკულატურად აქცევენ. მაგალითად, OpenAI-ის მთავარმა კონკურენტმა, კომპანია Anthropic-მა, ათობით მილიონი დოლარი დახარჯა წიგნების შესაძენად, რომლებსაც სკანერში გასატარებლად ყდებს აცლიან, ფურცლებად შლიან და დასკანერების შემდეგ ანადგურებენ.
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით"
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
კომენტარები