საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოში ახალი, შემეცნებითი საბავშვო ანიმაციური სერიალის, "მარგო და კირას" წარმოება მიმდინარეობს. პროექტი სტუდია "გარნამატაკის" მიერ, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობით იქმნება. 5-11 წლის ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული შერეული ანიმაციური სტილის პროექტი თავიდან ბოლომდე ადამიანების ხელით იქმნება.
პროექტის საჭიროება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარეობს, რადგან საკმაოდ ჭარბობს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სინთეტიკური კონტენტი, რაც კვლევების თანახმად, ბავშვების აღმასრულებელ ფუნქციებზე ნეგატიურად მოქმედებს და აფერხებს განვითარების ფუნდამენტურ პროცესებს.
"მარგო და კირა" სწორედ ამ დეფიციტს ავსებს და ნორჩ მაყურებელს ხარისხიან, მეცნიერულად გამყარებულ ალტერნატივას სთავაზობს, რომელიც მათ ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას ემსახურება.
პროექტზე ქართული 3D ანიმაციის ლიდერი სტუდია "GARNAMATAC" მუშაობს, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის Nickelodeon-თან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროექტის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერია ოთო შამუგია, სტუდიის ხელმძღვანელი და ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის კანდიდატი ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში, რომლის კვლევაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ნეიროფსიქოლოგიურ ზეგავლენას ეხება. ხმის დიზაინსა და მუსიკაზე „ჰეიმა პროდაქშენი“ მუშაობს.
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მიერ.
"სერიალი ორ არაიდენტურ ტყუპისცალ მელიაზე მოგვითხრობს, რომლებიც ხეზე აგებულ სახლში უცხო არსებასთან ერთად ცხოვრობენ. ყოველ ეპიზოდში ისინი ახალი ექსპერიმენტებითა და პრობლემების გადაჭრით შეიცნობენ სამყაროს. სერიალს ორიგინალური ფორმატი აქვს. მისი ერთ-ერთი პერსონაჟი (უცხო არსება) რეალური ქართველი ბავშვების ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე, მათი წარმოსახვის შესაბამისად ვითარდება", — ამბობს სტუდია "GARNAMATAC",—ის ხელმძღვანელი, ოთო შამუგია.
სერიალის პირველი სეზონი 7 ეპიზოდისგან შედგება. იგი შერეული (mixed-media) 3D და 2D ანიმაციური სტილით, ქართულ ენაზე იქმნება და საოჯახო კონტენტია.
"საქართველოს ბანკის, როგორც გენერალური სპონსორის მხარდაჭერა პროექტისადმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბანკის მიზანს - ხელი შეუწყოს მომავალი თაობის განათლებას, ჯანსაღ განვითარებასა და ხარისხიანი ქართული კონტენტის შექმნას", — აღნიშნავენ ბანკში.
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის
გადახედვა
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
კომენტარები