მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
ფოტო: The Insider
რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმარი, ალექსანდრ კრუგლიანსკი და ალექსანდრა კრუგლიანსკაია, მონტენეგროში დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი 30 დღემდე პატიმრობაში დარჩებიან.
წყვილი ტივატის აეროპორტში დააკავეს, როდესაც 19 ჩემოდნით თელ-ავივში გაფრენას ცდილობდა. ამის შესახებ ცნობას The Insider ავრცელებს.
მოგვიანებით, პოლიციამ ბუდვაში, მათ მიერ გამოყენებულ ბინაში, დაახლოებით 1 მილიონი ევრო და დიდი რაოდენობით IT-აღჭურვილობა აღმოაჩინა. მონტენეგრული გამოცემა Vijesti-ს ინფორმაციით, მოწყობილობებს შორის იყო ისეთი ტექნიკა, რომელიც შესაძლოა სათვალთვალოდ და ჯაშუშური საქმიანობისთვის ყოფილიყო განკუთვნილი.
31 წლის ალექსანდრ კრუგლიანსკი და 42 წლის ალექსანდრა კრუგლიანსკაია 23 სექტემბერს დააკავეს. მონტენეგროს პოლიციის განცხადებით, საზღვრისა და საბაჟოს თანამშრომლებმა მათი ბარგის შემოწმებისას აღმოაჩინეს 26 210 ევრო, 1 150 ისრაელის შეკელი, დიდი რაოდენობით დაუდეკლარირებელი ელექტრონული მოწყობილობები და სხვადასხვა მედიკამენტი. ასევე ამოიღეს რამდენიმე საკომუნიკაციო მოწყობილობა. წყვილს კონტრაბანდასა და ფულის გათეთრებაში ედებათ ბრალი.
Vijesti-ს ცნობით, ელექტრონული მოწყობილობები 19 ჩემოდნიდან 17-ში აღმოაჩინეს. პოლიციის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს BugHunter Professional BH-04-ის რადიოსიგნალის დეტექტორი, სათვალთვალო კამერები, კომპიუტერული კომპონენტები, მონაცემთა შესანახი მოწყობილობები, კაბელები და მიკროფონიანი GPS-ტრეკერი რუსულენოვანი წარწერით.
დაკავების შემდეგ პოლიციამ ბუდვაში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინა გაჩხრიკა, რომელსაც წყვილი იყენებდა. ჩხრეკა 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს რვა ვალუტაში დაახლოებით 1 მილიონი ევროს ღირებულების ნაღდი ფული — ევრო, რუსული რუბლი, სერბული დინარი, ისრაელის შეკელი, თურქული ლირა, არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი, აშშ-ის დოლარი და ყირგიზული სომი. პოლიციამ ასევე ამოიღო პოლიგრაფი, საკომუნიკაციო მოწყობილობები, დიდი რაოდენობით ელექტრონული ტექნიკა და 1 120 ევრო, რომელიც, მათი ვარაუდით, ყალბი იყო. ამოღებული ნივთები ექსპერტიზაზე გაიგზავნება.
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
კომენტარები