საფონდო ბირჟა ზოგჯერ რთულ, გაუგებარ და რისკიან ადგილად გვეჩვენება, სადაც მხოლოდ პროფესიონალ ფინანსისტებს და უოლ-სტრიტის ტრეიდერებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. თუმცა სინამდვილეში, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ბირჟაზე ვაჭრობა დღეს ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი და ამისათვის მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი, მობაილბანკი და მონდომებაა საჭირო.

მოდი, ერთად განვიხილოთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა, რა განსხვავებაა ინვესტირებასა და ტრეიდინგს შორის და როგორ შეიძლება ბირჟაზე ვაჭრობით რეალური სარგებლის მიღება.

ინვესტირება vs ტრეიდინგი — რა განსხვავებაა?

ინვესტირება საფონდო ბირჟაზე კაპიტალის გრძელვადიანად დაბანდებას გულისხმობს. აქციების და ETF-ების შეძენით ერთი კონკრეტული ან რამდენიმე კომპანიის წილის მფლობელი ხდები და მათი გრძელვადიანი ზრდა-განვითარებით იღებ სარგებელს. ინვესტირებისას სარგებელს ორი გზით: კაპიტალის ზრდით და დივიდენდებით იღებ. როგორც წესი, ინვესტორებს ფასის მოკლევადიანი ცვლილება, ანუ მერყეობა არ აინტერესებთ, რადგან ისინი კომპანიის მრავალწლიანი განვითარების ტენდენციას აკვირდებიან და სარგებელსაც სწორედ ასე იღებენ.

ინვესტორებისგან განსხვავებით, მოვაჭრეები, ანუ ტრეიდერები მთელ ყურადღებას სწორედ მერყეობაზე ამახვილებენ და ცდილობენ, სარგებელი მოკლევადიანი ფასის ცვლილებებით მიიღონ. როგორც წესი, ტრეიდერები მხოლოდ ახლო პერიოდზე კონცენტრირდებიან და იაფად ნაყიდი აქტივის შედარებით ძვირად გაყიდვას ცდილობენ. თეორიულად, ტრეიდერებს იმ კომპანიის აქციებითაც შეუძლიათ სარგებლის მიღება, რომელიც გრძელვადიანად არ იზრდება და თან მაღალი მერყეობით ხასიათდება, რადგან ტრეიდერებს ასეთი აქციებითაც შეუძლიათ რამდენიმე წარმატებული ტრანზაქციის განხორციელება.

რომელ ტრეიდინგ სტრატეგიას მივყვეთ?

ტრეიდინგი ერთ-ერთი იმ საქმეთაგანია, სადაც მილიონობით მეთოდი და სტრატეგია არსებობს. ცხადია, ყველა მიდგომა ერთნაირად კარგად ან ცუდად არასოდეს მუშაობს, რადგან ტრეიდერები მუდმივად ცდილობენ შედეგების გაუმჯობესებას და კონკურენტების ჯობნას, შესაბამისად, ყოველი სავაჭრო სესია განსხვავებულია, თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითად მიდგომა, რომელთაც გამოცდილი და წარმატებული ტრეიდერები გვირჩევენ:

1. მაკროტრენდების მიყოლა

ბირჟაზე არსებობს ოქროს წესი: "ტრენდი შენი მეგობარია". ნაცვლად იმისა, რომ გამოიცნო, რადიკალურად როდის შეიცვლება ვითარება, ბევრად უფრო უსაფრთხო და სტატისტიკურად გამართლებულია უკვე არსებული დიდი ტალღის გაყოლა.

როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში? — აკვირდები გლობალურ მაკროეკონომიკურ ტენდენციებს. მაგალითად, თუ ხედავ, რომ ხელოვნური ინტელექტის, ენერგიის ან ნახევარგამტარების სექტორი განიცდის ბუმს და ინსტიტუციონალური ინვესტორები, ანუ დიდი ბანკები და ფონდები აქტიურად აბანდებენ იქ ფულს, შენც ამ მიმართულებით ხსნი პოზიციებს და არ ცდილობ დაღმავალ ინდუსტრიებში შესვლას. ეს მიდგომა დინების საწინააღმდეგო ცურვისგან გიცავს და შენი წარმატების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

2. დაჩაგრული ლიდერების აღმოჩენა

ეს სტრატეგია იმ ფუნდამენტურად ძლიერი და წარმატებული კომპანიების აღმოჩენას ეფუძნება, რომელთა აქციები დროებით შემცირებულია რაიმე სახის ნეგატიური სიახლის ან ბაზრის საერთო პანიკის გამო.

როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში? — წარმოიდგინე წარმატებული კომპანია, რომელსაც აქვს გამართული ბიზნესი, მზარდი მოგება და გამორჩეული პროდუქტები (მაგალითად: Apple, Microsoft ან Coca-Cola). თუ კომპანიამ მოსალოდნელზე ოდნავ უარესი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა, ან მისი დირექტორი გადადგა ან თუნდაც მის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო, შესაძლოა, მისი აქციები ერთ დღეში საკმაოდ მკვეთრად დაეცეს და კორექციამ 20%-საც მიაღწიოს. ასეთ დროს, ტრეიდერები დაჩაგრული კომპანიების აქციებს ყიდულობენ და ვითარების გამოსწორებას ელოდებიან, რადგან მარტივი მისახვედრია, რომ ერთი სკანდალური ამბით Meta-ს ან Google-ის ბიზნესი არ დასრულდება.

3. ახალ ამბებზე სწრაფი რეაგირება

პროფესიონალი ტრეიდერების უდიდესი ნაწილი ახალი ამბების, სტატისტიკური მონაცემების და გეოპოლიტიკური მოვლენების მუდმივი ანალიზით არის დაკავებული. მიზეზი მარტივია: საფონდო ბირჟაზე ერთადერთი რეალური უპირატესობა არის ინფორმაცია. თუ სანდო ინფორმაციას სხვებზე ადრე შეიტყობ და რეაგირებას მოასწრებ, სხვებზე უკეთეს შედეგსაც მიიღებ.

როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში? — ზოგჯერ გლობალური მასშტაბით სიახლეები ბაზრის ოფიციალურ სავაჭრო სესიამდე რამდენიმე საათით ადრე ან გვიან ვრცელდება. მაგალითად, თუ სანდო მედიიდან შეიტყობ, რომ ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ ახალი პრეპარატი წარმატებით გამოცადა ან გეოპოლიტიკური შეთანხმება გაფორმდა, შეგიძლია ბაზრის გახსნას არ დაელოდო და თიბისის მობაილბანკში წარმოდგენილი დამატებითი სავაჭრო საათების ფუნქციონალით ისარგებლო. ეს საშუალებას მოგცემს, პოზიტიური ინფორმაცია სარგებლის მისაღებად მყისიერად გამოიყენო და მილიონობით ინვესტორს იმ აქციების ყიდვა დაასწრო, რომელთაც აუცილებლად ექნებათ პოზიტიური რეაქცია გავრცელებულ ამბავზე.

ტრეიდინგის ოქროს წესი

ფოტო: iStock

საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის არცერთ სტრატეგიას არ აქვს 100%-იანი წარმატების გარანტია. ტრეიდინგში წარმატება განისაზღვრება არა იმით, თუ რამდენად კარგი წინასწარმეტყველი ხარ, არამედ იმით, თუ როგორ მართავ რისკებს და კაპიტალს.

არასოდეს გარისკო პორტფელის დიდი ნაწილი! — ერთ კონკრეტულ გარიგებაში არასოდეს არ უნდა გარისკო მთლიანი აქტივების მოცულობის 1-2%-ზე მეტი. თუ შენი ანგარიში $10,000-ია, 1%-იანი რისკი ნიშნავს, რომ ცუდი სცენარის შემთხვევაში, შენი მაქსიმალური ზარალი ერთ ვაჭრობაზე შეიძლება იყოს $100. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ $100-ის აქციას ყიდულობ. შენ შეგიძლია $2,000-ის აქციები იყიდო, მაგრამ მობაილბანკში ავტომატური Stop-Loss დავალებები დააყენო ზუსტად იმ დონეზე, სადაც ფასის ვარდნისას შენი დანაკარგი ზუსტად $100-ზე გაჩერდება.

რატომ არის ეს კრიტიკული? — თუ ერთ გარიგებაში რისკავ კაპიტალის 20%-ს, ზედიზედ 3 შეცდომა შენი პორტფელის ნახევარს გაანადგურებს. ხოლო თუ რისკავ 1%-ს, ზედიზედ 10 არასწორი სვლის შემდეგაც კი შენი კაპიტალის 90% ხელუხლებელი რჩება, რაც გაძლევს ბაზარზე დარჩენისა და ზარალის ამოღების საშუალებას.

თიბისის მობაილბანკში ზუსტად შეგიძლია Limit და Stop დავალებების წინასწარ განსაზღვრა, რაც ემოციურ გადაწყვეტილებებს აგარიდებს და შენს ტრეიდინგ სტრატეგიას პროფესიონალური სიზუსტით განვითარების საშუალებას მისცემს.

სტატისტიკურად, წარმატებას მხოლოდ ის ტრეიდერები აღწევენ, რომელთაც რისკების მართვის მკაცრი პროტოკოლი, დაჩაგრული ლიდერების აღმოჩენის ინტუიცია და სწორი მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური გათვლების გაკეთების უნარები აქვთ. თუ ფიქრობ, რომ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა კარგად გამოგივა, თიბისის მობაილბანკში ეს დღესვე მარტივად შეგიძლია დაიწყო, თუმცა არასოდეს დაგავიწყდეს ოქროს წესი!

გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კვლევა ჩაატარე. ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.