სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
ფოტო: თათია შურღაია / On.ge
განათლების სამინისტრო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, "რაც არის სრული სიცრუე და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან".
"სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნაა. რაც შეეხება ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანას, აღნიშნული წარმოადგენს დროებით აუცილებლობას, რათა საბოლოოდ მოსწავლეები დაუბრუნდნენ თავიანთ სკოლებს და გაუმჯობესებულ, უსაფრთხო და შესაბამის გარემოში გააგრძელონ სწავლა", — აცხადებენ სამინისტროში.
როგორც უწყების განცხადებაში წერია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დეტალურად განმარტავენ სკოლების რეაბილიტაციის პროცესს:
"სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიმდინარე წელს განსაზღვრა იმ საჯარო სკოლების ჩამონათვალი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა საჭირო.
აღნიშნული ჩამონათვალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნა, რათა შესაბამისი საექსპერტო შეფასებებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, თითოეულ სკოლასთან მიმართებით განესაზღვრათ საჭირო სამუშაოების სპეციფიკა და მასშტაბი — განხორციელდება სკოლის სრული რეაბილიტაცია თუ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდება იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობა", — აცხადებენ განათლების სამინისტროში.
- 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
- "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
რას ნიშნავს IV კატეგორია?
განათლების უწყება განმარტავს, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული სკოლის შენობას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, IV კატეგორია ენიჭება.
"მთავრობის დადგენილების თანახმად, IV კატეგორია ნიშნავს, რომ შენობის 30-50% დაზიანებულია, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში არსებობს ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლის რისკი.
შესაბამისად, როგორც კი კონკრეტული სკოლის შემთხვევაში IV კატეგორია განისაზღვრება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაუყოვნებლივ იღებს პრევენციულ გადაწყვეტილებას, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დაახლოებით ერთი კვირით, გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე.
მნიშვნელოვანია, რომ IV კატეგორიის მინიჭება ავტომატურად არ ნიშნავს სკოლის ახალი შენობის მშენებლობის აუცილებლობას. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება დამატებითი ექსპერტული შეფასებისა და შესაბამისი უწყებების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლის მიზნით, იმართება უწყებათაშორისი კომისია, სადაც თითოეული უწყება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აფასებს სკოლის შენობის მდგომარეობას და მსჯელობს ორ უმთავრეს საკითხზე:
• შესაძლებელია თუ არა სასწავლო პროცესის იმავე შენობაში გაგრძელება და რა ტიპის სამუშაოებია ამისთვის აუცილებლად ჩასატარებელი, ასევე, რა ვადით შეიძლება შენობაში სწავლა-სწავლების პროცესის გაგრძელება.
• თუ ადგილზე სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია, როგორ უნდა მოიძებნოს მყისიერად შესაბამისი ალტერნატიული სასწავლო სივრცე და პარალელურად დაიწყოს აქტიური მუშაობა ახალი სკოლის მშენებლობისთვის ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
კომისიის გადაწყვეტილებები ეყრდნობა ორ უმთავრეს პრინციპს — მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებას", — წერს განათლების სამინისტრო და დასძენს, რომ სკოლების შენობების რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება, სხვადასხვა სკოლასთან მიმართებით, განსხვავებული იყოს.
როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, კომისიამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლაში განხორციელდეს ყველა აუცილებელი სამუშაო, რათა სასწავლო პროცესი დროებით იმავე შენობაში გაგრძელდეს და ექსპლუატაციის პერიოდში შენობის მდგომარეობაზე გაგრძელდეს მუდმივი დაკვირვება.
"ასეთ შემთხვევაში, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მკაცრი ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ შეასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობასა და ხარისხზე უწყვეტ ინდივიდუალურ ექსპერტულ კონტროლს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები განახორციელებენ.
სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება. მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მანდატურის სამსახური დამატებით პერსონალს გამოყოფს. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გააგრძელებს შესაბამისი ალტერნატიული ფართის მოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს სკოლის შენობასთან დაკავშირებით შემდგომი, ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც სკოლის არსებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება დაუშვებელია — კომისია იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გაგრძელებასთან დაკავშირებით. პარალელურად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს მუშაობას კონკრეტულ გეგმა-გრაფიკზე — როდის დაიწყება სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია ან ახალი სკოლის მშენებლობა, რამდენ ეტაპად, რა ვადებში განხორციელდება და დასრულდება აღნიშნული პროცესი", — აცხადებენ უწყებაში.
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
კომენტარები