GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
ფოტო: თეგეტა
ექსპერიმენტული კოლაბორაცია, რომელიც სრულფასოვან კოლექციად იქცა — Tegeta-სა და Reckless-ის თანამშრომლობით შექმნილი სამოსი უკვე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. GASOLINE - ასე ჰქვია ლიმიტირებულ ხაზს, რომელიც მათთვისაა, ვინც შთაგონებასა და სილამაზეს ხედავენ იქ, სადაც არავინ ეძებს მას. სიძლიერისა და გამბედაობის კონცეფციით შექმნილი სამოსი unisex-ია და მისი შეძენა Tegeta Shop-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ქუჩის 6-ში მდებარე "თეგეტა მოტორსის" მულტიფუნქციურ სივრცეში.
ინსპირაცია ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ანარეკლი გახდა. ეს ინდუსტრიული დეტალი მთავარ პატერნად იქცა და კოლექციას განსხვავებული ხასიათი შესძინა.
ფოტო: თეგეტა
ელენკა კოხრეიძე, "თეგეტა ჰოლდინგის" მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: "თამამი გადაწყვეტილებები, განსხვავებული ხედვა და ინოვაციურობა "თეგეტასათვის" უცხო არ არის. Reckless-თან კოლაბორაციით შექმნილი კამუფლაჟური სტილის ქურთუკებიც სიმტკიცისა და გამბედაობის იდეას ეფუძნება, რომლის ცენტრშიც თვითგამოხატვა დგას. სამოსი თავდაპირველად, სარვამარტოდ ჩვენი თანამშრომელი ქალბატონებისთვის შევქმენით, თუმცა იდეა მალევე გასცდა კამპანიის ჩარჩოებს. ქურთუკის ვიზუალურმა ენამ, კონცეფციამ და მიღებულმა ემოციურმა გამოხმაურებამ გვაჩვენა, რომ ეს ამბავი გაგრძელებას იმსახურებდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, პროექტის ფარგლებში შექმნილი სამოსი უკვე ფართო საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა. მოხარულები ვართ, რომ ეს ექსპერიმენტული კოლექცია უკვე ჩვენს ციფრულ მაღაზიაში ელოდება მომხმარებელს".
ყველაფერი დაიწყო კამპანიით "ქალი მართავს". ქურთუკები შეიკერა "თეგეტაში" დასაქმებული 600 ქალბატონისთვის, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქალი მართავს ყველაფერს, რაც მოესურვება. სწორედ ამ შინაგანი სიძლიერის გამომხატველია ლიმიტირებული კოლექცია GASOLINE. ეს სახელწოდებაც მამოძრავებელი ძალის სიმბოლოა და ამავე დროს ამტკიცებს, რომ ხელოვნება შეიძლება ყველაზე მოულოდნელ, ყოველდღიურ დეტალშიც კი დაიბადოს.
ფოტო: თეგეტა
თეონა კოხოძე, "თეგეტა ჰოლდინგის" კრეატიული დირექტორი: "დიზაინის მთავარი იდეა პირდაპირ საავტომობილო ინდუსტრიიდან მოდის. შთაგონების წყარო ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ირიდესცენტული ეფექტია - ის მომენტი, როდესაც ზეთი და წყალი ერთმანეთს ეხება და სრულიად მოულოდნელ, მრავალფეროვან ეფექტს ქმნის. ამ ორი ელემენტის შეხებით შექმნილი აბსტრაქტული გამოსახულება კოლექციის მთავარ პატერნად ვაქციეთ. საბოლოოდ, Reckless-ის თავისუფალ, ექსპერიმენტულ ხელწერასთან სინთეზით შეიქმნა ტექნიკური სილუეტები და კამუფლაჟის ესთეტიკა. ეს ვიზუალური ენა ერთგვარი მეტაფორაცაა: ისევე როგორც ზეთი და წყალი ქმნის მოულოდნელ ფორმებსა და ფერებს, ჩვენც სწორედ იქ ვპოულობთ ახალ შესაძლებლობებს, სადაც სხვები მხოლოდ ჩვეულებრივ, შეუმჩნეველ დეტალებს ხედავენ".
კონცეფცია Reckless-ისა და "თეგეტას" ერთობლივი ხედვით შეიქმნა. თითოეულმა ბრენდმა პროექტს საკუთარი გამოცდილება და შემოქმედებითი მიდგომა შესძინა, რაც საბოლოოდ GASOLINE-ის კოლექციაში აისახა.
ფოტო: თეგეტა
ლიზა ყაჯრიშვილი, Reckless-ის კრეატიული დირექტორი, დიზაინერი: "ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო კოლაბორაციები სწორედ მაშინ იქმნება, როცა ორი ბრენდი ერთმანეთს კი არ ემსგავსება, არამედ განსხვავებებს ინარჩუნებს და ამ განსხვავებებით ქმნის რაღაც ახალს. არ გვინდოდა, რომ Reckless-ს უბრალოდ Tegeta-ს ლოგო დაესვა ტანსაცმელზე, ან Tegeta-ს Reckless-ის ესთეტიკა "ჩაეცვა". გვინდოდა, დამატებითი რაღაც შეგვექმნა, რომელიც მხოლოდ ამ ორი სამყაროს შეხვედრისას შეიძლებოდა გაჩენილიყო. Tegeta-ს მხრიდან გვქონდა ტექნიკური, ინდუსტრიული, საავტომობილო სამყარო; Reckless-ის მხრიდან კი - ქუჩა, თავისუფლება, ახალგაზრდული კულტურა და ექსპერიმენტი. GASOLINE სწორედ ამ ორის საერთო წერტილი გახდა".
ეს კოლექცია მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც მოდა ისტორიის მოყოლისა და ჩვეულებრივში განსაკუთრებულის დანახვის გზაა. ლიმიტირებული ხაზი მომხმარებელს მხოლოდ ერთ მისამართზე - Tegeta Shop-ზე ელოდება.
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს "დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
კომენტარები