Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
ფოტო: Sova
საქართველო ეუთოს 2027 წლის თავმჯდომარეობისთვის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს, თუმცა ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე ევროკავშირის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ Rapporteur წერს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საქართველო ოფიციალურად აპირებს კანდიდატურის წარდგენას და ეუთოს 57 მონაწილე სახელმწიფოს მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.
"საქართველოს 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობა აინტერესებს და მზად ვართ, ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან ვითანამშრომლოთ", — განაცხადა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
ეუთო ევროპას, აშშ-სა და რუსეთს აერთიანებს და ორგანიზაციის ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. ამ დროისთვის 2027 წლის თავმჯდომარეობის ერთადერთი ოფიციალური კანდიდატი კვიპროსია, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ფართო მხარდაჭერა აქვს. თუმცა, დიპლომატების ინფორმაციით, კვიპროსის კანდიდატურას თურქეთი ეწინააღმდეგება.
Rapporteur-ის კითხვაზე, კვლავ უჭერს თუ არა ევროკავშირი მხარს კვიპროსის კანდიდატურას და განიხილავს თუ არა ალტერნატიულ კანდიდატს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებში სპიკერმა კრისტიან ვიგანდმა პირველ კითხვაზე "დიახ", მეორეზე კი "არა" უპასუხა.
გამოცემის შეფასებით, კვიპროსის კანდიდატურის გარშემო არსებული უთანხმოება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, თავი ალტერნატიულ კანდიდატად წარმოაჩინოს.
საქართველოსთვის ეუთოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი დიპლომატიური პლატფორმა იქნება იმ ფონზე, როდესაც თბილისსა და ევროკავშირსა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუარესებულია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია.
საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა არ უჭერს მხარს. დიპლომატების განცხადებით, განსაკუთრებით კრიტიკულად არიან განწყობილი ბალტიის ქვეყნები, რასაც ისინი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესებითა და თბილისის რუსეთის მიმართ პოლიტიკით ხსნიან.
2027 წლის თავმჯდომარეობისთვის კანდიდატურის წარდგენას ასევე განიხილავს სერბეთი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბელგრადს ჯერ არ მიუღია.
საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია უცნობია. რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და მისი სამხედრო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არიან განლაგებული.
ეუთოს 2027 წლის თავმჯდომარეობის საკითხი საბოლოოდ შესაძლოა 3-4 დეკემბერს ლუგანოში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილონ.
Rapporteur-მა საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
კომენტარები