პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის განცხადებას ქეთევან დედოფლის შესახებ.

ელისაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადების შემდეგ, ნორმალურმა ხელისუფლებამ ელჩი ქვეყნიდან უნდა გააძევოს და ბოდიშის მოხდა მოსთხოვოს.

"ირანის ელჩი რამდენს ბედავს მაგაზე ვარ გაცოფებული. ნორმალური ხელისუფლება გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა... სამარცხვინოები. შაჰ-აბასის კუბოს თავს რომ ურტყამდა კობახიძე, ფარჩაკი, გამოვიდეს და თქვას რამე, ამოღერღოს", — ეს განცხადება ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქეთევან დედოფალზე საკუთარი კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს და "შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს".

დღეს ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს.

საგარეო უწყების ცნობით, "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს და მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე".

.